საქართველო 2021 წლის რეიტინგებში

საქართველო 2021 წლის რეიტინგებში

იანვრის ნომერში Forbes-ი ტრადიციულად წარმოგიდგენთ, თუ როგორ შეიცვალა გასულ წელს საქართველოს პოზიცია ათ საერთაშორისო რეიტინგში. ესენია როგორც პირდაპირ ეკონომიკური შინაარსის მქონე რეიტინგები, ასევე კორუფციის, დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების დონის მაჩვენებელი რეიტინგები. დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მაღალი დონე ქვეყნის სტაბილური და გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ამასთან, დღეს გლობალიზაციის დონე ისეთი მაღალია, რომ ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები მხოლოდ ფორმალურ დატვირთვას ინარჩუნებენ. საერთაშორისო ბიზნესს და კაპიტალს აღარ აქვს საზღვრები – იქ განთავსდება, სადაც სარგებლის მისაღებად უკეთესი პირობებია. შესაბამისად, ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ხელსაყრელ პირობებს შესთავაზებს პოტენციურ ინვესტორებს. სწორედ ხელსაყრელი პირობების მიხედვით ქვეყნების ერთმანეთთან შედარებას ემსახურება საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც, ამავე დროს, მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის შეფასების კარგი საშუალებაა.

წინა წლებისგან განსხვავებით, 2021 წლის რეიტინგების მიმოხილვაში ვერ მოხვდა გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი და ბიზნესის კეთების რეიტინგი (Doing Business). პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არ განაახლა, ხოლო ბიზნესის კეთების რეიტინგის გამოქვეყნება კორუფციული სკანდალის გამო შეწყდა.

2021 წლის რეიტინგებს ერთ მოსახლეზე შემოსავლით დავიწყებთ. გარდა იმისა, რომ მოსახლეობის შემოსავლის სიდიდე ქვეყნის ეკონომიკურად განვითარების დონეს უჩვენებს, ამასთან მოსახლეობის გადახდისუნარიანობისა და ეკონომიკური მდგრადობის მაჩვენებელია, რაც პოტენციური ინვესტორებისთვის საინტერესო გარემოებაა.

საქართველო ერთ მოსახლეზე შემოსავლის რეიტინგში (+4 ადგილი)

ქვეყნის ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის – მშპ) სიდიდის მოსახლეობის რაოდენობასთან ფარდობით განისაზღვრება. სხვადასხვა ქვეყნის მონაცემების ერთმანეთთან შესადარისობის უზრუნველსაყოფად შემოსავალი ე.წ. PPP დოლარებში ითვლება, რაც ქვეყნებს შორის ფულის მსყიდველობითი უნარის სხვაობას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე საშუალო შემოსავალმა 15,182 PPP დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 81-ე ადგილზეა (192 ქვეყანას შორის). 2020 წელს საქართველოში ერთ მოსახლეზე შემოსავალი 14,078 დოლარი იყო და მსოფლიოს ქვეყნებს შორის 85-ე ადგილს ვიკავებდით. რეიტინგში წინსვლა საქართველოს 10%-იანმა ეკონომიკურმა ზრდამ განაპირობა.

ადგილი

ქვეყანა

PPP დოლარი

80

ბოტსვანა

15,706

81

სურინამი

15,367

82

საქართველო

15,182

83

გაბონი

15,153

84

ბოსნია და ჰერცეგოვინა

14,918

ერთ მოსახლეზე წლიური შემოსავლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ლუქსემბურგია – 116 ათასამდე PPP დოლარით.

საქართველო „ჰერიტიჯის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+4 ადგილი)

„ჰერიტიჯის” რე­ი­ტინ­გი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ თა­ვი­სუფ­ლე­ბას კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის, მთავ­რო­ბის ზო­მის, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სა და ღია ბაზ­რე­ბის მი­ხედ­ვით აფა­სებს. აღ­ნიშ­ნულ რე­ი­ტინ­გ­ში 2021 წელს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქუ­ლა 0.1-ით გა­უმ­ჯო­ბეს­და და 4 ად­გი­ლით ზე­მოთ, მე-12 ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვ­ლა (178 ქვე­ყა­ნას შო­რის). 2021 წლის რე­ი­ტინ­გი რე­ალუ­რად 2020 წლის ბო­ლოს არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას აფა­სებს. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ქუ­ლე­ბი კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ნა­წილ­ში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

10

დანია

77.8

11

ისლანდია

77.4

12

საქართველო

77.2

13

მავრიკი

77.0

14

არაბთა გაერთიანებული საამიროები

76.9

რე­ი­ტინ­გ­ში პირ­ველ ად­გილს სინ­გა­პუ­რი იკა­ვებს.

საქართველო „ფრაიზერის“ ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში (+3 ადგილი)

„ფრაიზერის” რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ რეიტინგში 2020 წელს საქართველო მე-8 ადგილზე იყო, 2021 წელს კი მე-5 ადგილზე (165 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 8.18-დან 8.26-მდე ამაღლდა. 2021 წლის რეიტინგი რეალურად 2019-2020 წლების მდგომარეობას აფასებს. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა სამართლებრივ სისტემასა და საკუთრების უფლებების დაცვაში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

3

ახალი ზელანდია

8.56

4

შვეიცარია

8.48

5

საქართველო

8.26

6

აშშ

8.24

7

ირლანდია

8.21

რეიტინგში პირველ ადგილს ჰონგ-კონგი იკავებს.

საქართველო საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგში (+6 ადგილი)

საკუთრების დაცვის საერთაშორისო რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლების ალიანსი” აქვეყნებს. საკუთრების დაცვის დონე კანონის უზენაესობის, ფიზიკური და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მაჩვენებლებით არის შეფასებული. აღნიშნულ რეიტინგში 2020 წელს საქართველო 73-ე ადგილზე იყო, 2021 წელს კი 67-ე ადგილზე (129 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა. საქართველოს ქულა 0.09-ით გაიზარდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები პატენტების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და პოლიტიკურ სტაბილურობაში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

65

ტრინიდადი და ტობაგო

5.352

66

თურქეთი

5.351

67

საქართველო

5.327

68

საბერძნეთი

5.322

69

მონტენეგრო

5.318

რეიტინგში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს.

საქართველო ეკონომიკური გლობალიზაციის რეიტინგში (+1 ადგილი)

ქვეყნების გლობალიზაციის რეიტინგს შვეიცარიული ორგანიზაცია „ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტი” აქვეყნებს. ეკონომიკური გლობალიზაციის დონე საერთაშორისო ვაჭრობის, უცხოური კაპიტალის მოძრაობისა და მიგრაციის მიხედვით არის განსაზღვრული. მეტი გლობალიზაცია მეტი განვითარების პოტენციალს ნიშნავს. 2020 წელს საქართველო 23-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 22-ე ადგილზე (202 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა, ქულა კი 0.45-ით გაუმჯობესდა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

20

ბაჰრეინი

81.87

21

გაერთიანებული სამეფო

81.58

22

საქართველო

81.48

23

გერმანია

81.16

24

ლატვია

81.10

რეიტინგში პირველ ადგილს სინგაპური იკავებს.

საქართველო კორუფციის აღქმის რეიტინგში (-1 ადგილი)

კორუფციის აღქმის ინდექსს გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა” აქვეყნებს. რეიტინგის შედეგები ათზე მეტ სხვადასხვა კვლევას ემყარება. აღნიშნულ ინდექსში 2020 წელს საქართველო 44-ე ადგილზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საქართველოს ქულა არ შეცვლილა, 45-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) ჩამოინაცვლა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულები მაღალი დონის კურუფციასთან და ძალაუფლების კონცენტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

3

ახალი ზელანდია

8.56

4

შვეიცარია

8.48

5

საქართველო

8.26

6

აშშ

8.24

7

ირლანდია

8.21

რეიტინგში პირველ ადგილს დანია და ახალი ზელანდია ინაწილებენ.

საქართველო დემოკრატიის რეიტინგში (-2 ადგილი)

დემოკრატიის რეიტინგს გავლენიანი ბრიტანული გამოცემა The Economist-ი აქვეყნებს. დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობისა და პოლიტიკური კულტურის მიხედვით არის განსაზღვრული. რეიტინგი ყოველი წლის იანვარში ქვეყნდება და წინა წლის მდგომარეობას ასახავს. 2020 წელს გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით, 2019 წელს საქართველო 89-ე ადგილზე იყო. 2021 წელს გამოქვეყნებული რეიტინგით, 2020 წელს საქართველო დემოკრატიის დონით მსოფლიოში 91-ე ადგილზე იყო (167 ქვეყანას შორის), ანუ 2 ადგილით ჩამოქვეითდა. საქართველოს ქულა 5.42-დან 5.31-მდე შემცირდა. 5.42 ქულით საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება. ყველაზე დაბალი ქულები კი მთავრობის მუშაობასა და პოლიტიკურ კულტურაში აქვს.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

89

სომხეთი

5.35

90

ლიბერია

5.32

91

საქართველო

5.31

92

ნეპალი

5.22

93

ტანზანია

5.10

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

საქართველო პრესის თავისუფლების რეიტინგში

ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” პრესის თავისუფლების ინდექსს ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე ადგენს. რეიტინგში 2020 წელს საქართველო მე-60 ადგილზე იყო (180 ქვეყანას შორის), 2021 წელსაც იმავე პოზიციაზე დარჩა, თუმცა ქულა 0.05-ით შეუმცირდა. მედიაგარემოს ყველაზე უარყოფით მხარედ პოლარიზება სახელდება.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

58

ბოსნია-ჰერცეგოვინა

28.34

59

ნიგერია

28.44

60

საქართველო

28.64

61

მავრიკი

28.74

62

მალავი

28.80

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.

საქართველო გლობალური თავისუფლების რეიტინგში (-6 ადგილი)

გლობალური თავისუფლების რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ აქვეყნებს. რეიტინგი 210-მდე ქვეყანას და ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს. 2021 წელს გამოქვეყნებული რეიტინგი 2020 წლის რეალობას ასახავს. თავისუფლების რეიტინგი პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლების დონის მიხედვით დგება. 2021 წლის რეიტინგით, საქართველოს თავისუფლების ინდექსში 60 ქულა აქვს და 106-ე ადგილს იკავებს. 2020 წელს საქართველოს 61 ქულა ჰქონდა და მე-100 ადგილზე იყო. ბოლო წელს 1 ქულით პოლიტიკური უფლებების ნაწილი გაუარესდა.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

104

ბუტანი

61

105

მოლდოვა

61

106

საქართველო

60

107

მადაგასკარი

60

108

ლიბერია

60

რეიტინგში პირველ ადგილს ფინეთი იკავებს.

საქართველო ჰუმანური განვითარების რეიტინგში (+9 ადგილი)

ჰუმანური განვითარების რეიტინგს გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა (UNDP) ყოველწლიურად აქვეყნებს. ინდექსის ბოლო ანგარიში 189 ქვეყანას მოიცავს და 2020 წლის მდგომარეობას ასახავს. ინდექსში ქვეყნებს ქულები 0-დან 1-მდე ენიჭება და რაც უფრო ახლოს არის ქვეყნის ქულა 1-თან, ეს ნიშნავს, რომ ჰუმანური განვითარების დონე უფრო მაღალია. ჰუმანური განვითარების დონე 3 კრიტერიუმზე დაყრდნობით იზომება, ესენია:ჯანდაცვის დონე, განათლების დონე და მოსახლეობის შემოსავლების დონე. ბოლო რეიტინგით საქართველო მსოფლიოში 61-ე ადგილზეა 0.812 ქულით. 2019 წლის რეიტინგით საქართველო 0.786 ქულით მსოფლიოში 70-ე ადგილზე იყო.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

59

ბარბადოსი

0.814

60

ომანი

0.813

61

საქართველო

0.812

62

კოსტა-რიკა

0.810

63

მალაიზია

0.810

რეიტინგში პირველ ადგილს ნორვეგია იკავებს.