საქართველო და რეგიონი: განათლების დანახარჯები

საქართველო და რეგიონი: განათლების დანახარჯები

ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის რო­ლი ხაზ­გას­მუ­ლი­ა, რად­გან ეს უკანასკნელი აუმჯობესებს სამუშაო ძალის პროდუქტიულობასა და კრეატიულობას. განათლებაში საჯარო ინვესტირება კი გამართლებულია იმ ძირითადი იდეით, რომ განათლება – ესაა დადებითი გარეგანი ეფექტი, რომელიც მთავრობის მიერ უნდა იყო სუბსიდირებული.

დაწყებით და ზოგად განათლებაში სამთავრობო ხარჯების მაღალი მაჩვენებლით აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებიდან ბალკანური ქვეყნები გამოირჩევა, ხოლო უმაღლეს განათლებაში საჯარო რესურსების დონით – ესტონეთი და უკრაინა.

განათლების პირველ საფეხურზე ერთ მოსწავლეზე დახარჯული რესურსი ერთ სულ მოსახლეზე განაწილებულ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით საშუალოდ 22.1%- ია, ხოლო ზოგადი განათლების შემთხვევაში საშუალოდ 22.3%-ს შეადგენს. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, ერთ სტუდენტზე საშუალო ხარჯები 22.4%-ია.

დაწყებით განათლებაში ერთ მოსწავლეზე მაღალი, 43.7%-იანი მაჩვენებლით სერბეთი გამოირჩევა, ხოლო საშუალო განათლებაში 43.5%-იანი დონით – ბოსნია და ჰერცეგოვინა. უმაღლეს განათლებაში ამ მხრივ ლიდერი ესტონეთია, სადაც ერთ სტუდენტზე საჯარო დანახარჯები 36.9%-ს შეადგენს.

რეგიონის ქვეყნებიდან განათლებაში დაბალი საჯარო დანახარჯების დონით საქართველო გამოირჩევა. დაწყებითი განათლების საფეხურზე ერთ მოსწავლეზე დახარჯული საჯარო რესურსები ერთ სულ მოსახლეზე განაწილებულ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 8.8%-ია, რაც საშუალო განათლების შემთხვევაში 13.6%-ს შეადგენს. საქართველოში უმაღლესი განათლების საფეხურზე ერთ სტუდენტზე საჯარო დანახარჯი 10%-ია.

დაწყებითი განათლება

ერთ მოსწავლეზე სამთავრობო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სთან, დაწყებითი განათლება (%)

საშუალო განათლება

ერთ მოსწავლეზე სამთავრობო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სთან (%)

უმაღლესი განათლება

ერთ სტუდენტზე სამთავრობო ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე მშპ-სთან (%)

მეთოდოლოგია

საქართველოს რეგიონად გაეროს აღმოსავლეთ ევროპის კლასიფიკაციით განსაზღვრული ქვეყნებია აღებული. მონაცემები მოპოვებულია მსოფლიო ბანკის ბაზიდან, ხოლო რეიტინგის შესადგენად აღებულია უახლესი ხელმისაწვდომი მონაცემის მქონე წელი.

განათლებაში სამთავრობო ხარჯები აღებულია სამი დონის – დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების მიხედვით. უშუალოდ რეიტინგისთვის მაჩვენებლები გამოთვლილია თითოეული დონისთვის საბიუჯეტო დანახარჯებისა და ამ დონეზე მოსწავლეთა/სტუდენტთა რაოდენობის შეფარდებით მიღებული მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.