წელს, ისე, როგორც არასდროს, ქართული ფეხბურთის სიყვარულმა და ჩვენი ნაკრების წარმატებამ მთელი საქართველო გაგვაერთიანა. სახლში, გარეთ თუ სოციალურ ქსელებში ავღნიშნეთ ყველა გამარჯვება და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ფეხბურთი ჩვენი თამაშია. საზეიმო განწყობისა და ერთიანობის შენარჩუნებაში კი საქართველოს ბანკი დაგვეხმარა, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების ყველა წარმატებას ჩვენთან ერთად ზეიმობდა და მუდამ გვახსენებდა, რომ საქართველო ფორმაშია.
„საქართველო ფორმაშია“ — სწორედ ასე ჰქვია საქართველოს ბანკის კამპანიას, რომელმაც წელს მთელი საქართველო ფეხბურთის გულშემატკივრად აქცია. კამპანია იმდენად ყოვლისმომცველი და წარმატებული გამოდგა, რომ მას მალე მკითხველი „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველ ქართულ გამოცემაში იხილავს.
„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლებში“ საქართველოს ბანკი ორი კამპანიით იქნება წარმოდგენილი. წიგნში დეტალურად იქნება განხილული საქართველოს ბანკისა და ეროვნული ნაკრების პარტნიორობა, წინასაკვალიფიკაციო სტრატეგიისა და საკომუნიკაციო კამპანიის შემუშავების პროცესი და შედეგები, ასევე, მომხმარებელთა კმაყოფილების ქეისებიც.
„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები“ მარკეტინგის სფეროს წამყვანი სპეციალისტის, Kotler Impact-ისა World Marketing Summit Group-ის დამფუძნებლის, დოქტორი ფილიპ კოტლერის ავტორობით გამოიცემა. თანამედროვე მარკეტინგის მამად წოდებული ფილიპ კოტლერი ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. კოტლერს მარკეტინგის შესახებ 50-ზე მეტი წიგნი აქვს გამოშვებული, მათ შორის არის Marketing Management-იც, რომელიც მსოფლიოს წამყვან ბიზნესისა და მარკეტინგის სკოლებში ისწავლება.
ფილიპ კოტლერს მარკეტინგის შესახებ 150-ზე მეტი სტატია აქვს გამოქვეყნებული ისეთ პრესტიჟულ ჟურნალებში, როგორებიცაა Harvard Business Review, Sloan Management Review, Journal of Marketing, Management Science და ა.შ. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები და კორპორაციებიც სწორედ კოტლერის კონსულტაციით იღებენ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შემდგომ გლობალურ ბაზარზე მათ წარმატებას განაპირობებს.
„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლები“ კოტლერის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. თითოეულ გამოცემაში კონკრეტული ქვეყნისთვის რელევანტური ქეისებია განხილული, რომელზე დაყრდნობითაც მკითხველი მარკეტინგის, ამბის თხრობის, ტექნოლოგიების, ფსიქოლოგიისა თუ სხვა რესურსების წარმატების მისაღწევად გამოყენებას სწავლობს. წიგნში ისეთი კომპანიები და ორგანიზაციები ხვდებიან, რომლებიც საკუთარი სტრატეგიებითა და ინოვაციური მიდგომებით მარკეტინგის სფეროში მნიშვნელოვან კვალს ტოვებენ და სხვებისთვის სამომავლო ტენდენციებსაც განსაზღვრავენ. სწორედ ამიტომ „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ გამოცემაში მოხვედრა ნებისმიერი კომპანიისთვის უდიდესი წარმატება და აღიარებაა.
„თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ ქართულ გამოცემაში საქართველოს ბანკის მოხვედრა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანია იმისა, რომ საქართველოს ბანკი ქვეყნის ყველაზე სანდო ბანკისა და ციფრული საბანკო მომსახურების ლიდერის სტატუსს უცვლელად ინარჩუნებს.