საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი I კვარტალში

საქართველოს 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი I კვარტალში

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით ნაკლებია.

ექსპორტი 1.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.8 მლრდ აშშ დოლარს (გაიზარდა 0.3 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-აპრილში, 3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.3 პროცენტია.

ექსპორტის 67.9 პროცენტი დსთ-ის წევრ ქვეყნებზე მოდის, 9.3 პროცენტი – ევროკავშირის, ხოლო 22.8 პროცენტი დანარჩენ ქვეყნებზე.

იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (291.6 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (230.4 მლნ აშშ დოლარი) და ყაზახეთი (208.3 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ ყირგიზეთში ექსპორტი 102.4 პროცენტით გაიზარდა და 291.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

წყარო: საქსტატი

ამავდროულად, ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.2 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (839.7 მლნ აშშ დოლარი), რუსეთი (606.4 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (445.5 მლნ აშშ დოლარი).

წყარო: საქსტატი

საერთო ჯამში, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (964.1 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (836.8 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (497.5 მლნ. აშშ დოლარი).