ფინანსური განათლება ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ინდივიდებს, ეფექტურად მართონ საკუთარი ფინანსები, შექმნან დანაზოგები და ამასთან, ივაჭრონ ფასიანი ქაღალდებით. საერთაშორისო ბირჟაზე ვაჭრობისა და ინვესტირების შესახებ ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობას კი საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციების მოდული ქმნის. ეს არის პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს აძლევს წვდომას 6000-მდე გლობალური კომპანიის აქციებზე.
დღეს საინვესტიციო მოდულს რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყენებს და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამასთან, საქართველოს ბანკის ინიციატივით, მოქმედებს აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, წლის ბოლომდე კომპანიის აქციები ტრანზაქციის საკომისიოს გარეშე შეიძინონ. ამ ეტაპზე ასევე შესაძლებელია პლატფორმით ყოველთვიური საკომისიო გადასახადის გარეშე სარგებლობა.
ინვესტიციების მოდულისა და ფინანსური განათლების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე ნიკა მაზანაშვილი, გალტ & თაგარტის საბროკერო დეპარტამენტის უფროსი ანალიტიკოსი გვესაუბრა.
რატომ არის ინვესტიციების შესახებ ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანი?
ისტორია გვიჩვენებს, რომ ფასიან ქაღალდებში ინვესტირება ქონების დაგროვებისა და გაზრდის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. განვითარებულ ქვეყნებში ადამიანების ძალიან დიდი ნაწილი, საკმაოდ ადრეული ასაკიდან იწყებს ინვესტირებას ფასიან ქაღალდებში და ხშირ შემთხვევაში ზუსტად ამის დამსახურებაა, რომ ამ ქვეყნებში ადამიანებს უზრუნველყოფილი სიბერე აქვთ. თუ ადამიანს არ ჰქონია შეხება ბირჟებთან და აქციებთან, შეიძლება ეს საქმე საკმაოდ რთულად და რისკიანად მოეჩვენოს, თუმცა რეალურად ძალიან მარტივად არის შესაძლებელი დივერსიფიცირებული და ძალიან კარგი საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რომელიც გრძელ ვადაში, საკმაოდ კარგ შედეგებს აჩვენებს.
ლეგენდარულ ინვესტორ, უორენ ბაფეტს, ნათქვამი აქვს, რომ, თუ ვერ ვიპოვით გზას, ფული ძილშიც გამოვიმუშაოთ, მაშინ სიცოცხლის ბოლომდე მოგვიწევს მუშაობა. ინვესტირების შესახებ ცნობიერების ამაღლება ეხმარება ადამიანებს, საკუთარი თავისთვისა და ოჯახისთვის უკეთესი მომავალი შეიქმნან.
რატომ და როგორ შეიქმნა საქართველოს ბანკის ინვესტიციები?
ათწლეულების განმავლობაში ფასიან ქაღალდებში ინვესტირება დაკავშირებული იყო ძალიან დიდ თანხებთან და მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანებისთვის იყო ხელმისაწვდომი. თუმცა ტექნოლოგიების განვითარებამ ეს საქმიანობა ხელმისაწვდომი გახადა ყველასთვის. გვსურდა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების აქციებში ინვესტირების შესაძლებლობა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვისაც ყოფილიყო ხელმისაწვდომი. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა საქართველოს ბანკის ინვესტიციებიც.
რა შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციები?
საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციებში ხელმისაწვდომია მსოფლიოს ორი ყველაზე დიდი და პოპულარული, ნიუ იორკისა და ნასდაქის ბირჟა, რომლებზეც ათასობით სხვადასხვა კომპანიისა და ფონდის აქციები ივაჭრება. ინვესტიციების მომხმარებლებს საკმაოდ დიდი არჩევანი აქვთ. მათ შეუძლიათ შეიძინონ ამჟამად ყველაზე დიდი და წარმატებული კომპანიების აქციები, როგორებიც არიან მაგალითად: Apple, Microsoft, Google, Amazon, Tesla. აირჩიონ უფრო მეტად დივერსიფიცირებული აქციების კალათები, მაგალითად S&P 500-ისა ან Nasdaq-ის ინდექს ფონდების აქციები, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მომხმარებელი ასეულობით სხვადასხვა კომპანიის აქციების მფლობელი გახდება ერთდროულად, ან ინვესტიცია განახორციელონ შედარებით უფრო ახალ და პატარა ზომის კომპანიებში, რომლებსაც აქვთ პოტენციალი მომავალში ლიდერები გახდნენ საკუთარ სფეროში.
რა ბენეფიტებს სთავაზობს მომხმარებელს საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდული?
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშის გახსნის თუ აქციებით ვაჭრობის პროცესი საკმაოდ მარტივი და ყველასთვის გასაგებია. მოდულის საშუალებით მომხმარებელს აქვს პირდაპირი წვდომა ამერიკულ ბირჟებზე. ამასთან, ინვესტირების დასაწყებად არ არის საჭირო დიდი თანხა, არამედ მოდულში ვაჭრობის დაწყება $1-დან არის შესაძლებელი.
დაწესებულია ძალიან დაბალი საკომისიოები, რომლებიც ამ ეტაპზე, აქციის ფარგლებში გაუქმებულია. წლის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა (გარდა Penny Stock-ებისა) არის უფასო, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს არ უწევს არც ყოველთვიური და არც ტრანზაქციების საკომისიოს გადახდა. ასევე, გვაქვს კიდევ ერთი დამატებითი კამპანია – პირველი 3 000 ადამიანი, რომელიც გაივლის უფასო ონლაინ ბიზნესკურსს ინვესტირების შესახებ და გახსნის საინვესტიციო ანგარიშს, საქართველოს ბანკისგან ინვესტირების დასაწყებად საჩუქრად $10-ს მიიღებს.
ამ ეტაპზე რამდენი ადამიანი მოიხმარს ინვესტიციებს?
რამდენიმე ათეულ ათასს ადამიანს აქვს უკვე საინვესტიციო ანგარიში გახსნილი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. რაც მიგვანიშნებს, რომ საზოგადოებაში იმატებს ცნობადობა და ინტერესი ინვესტიციების მიმართ.
ყველაზე მეტად რომელი კომპანიების აქციებია პოპულარული ქართველ მომხმარებელში?
საქართველოს ბანკის მობილბანკის ინვესტიციების მოდულში ყველაზე ხშირად შემდეგი კომპანიების აქციებით ვაჭრობენ: Tesla, Apple, Coca-Cola, Google, Microsoft, Netflix, Amazon და Meta.
როგორ შეაფასებდით მომხმარებელთა გადაწყვეტილებებს? რამდენად ესმით ინვესტიციები?
საერთაშორისო ბირჟებზე ინვესტირება ჩვენი მოსახლეობის უმეტესობისთვის ჯერ საკმაოდ ახალი სფეროა. მუდმივად ვმუშაობთ განათლების დონის ამაღლებაზე, ვატარებთ ტრენინგებს, შეხვედრებს, ვებინარებს. შექმნილი გვაქვს ონლაინ კურსები, ელექტრონული წიგნები. ყოველ კვირას მოკლე ვიდეოებით ვცდილობთ დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნოთ ბირჟაზე მომხდარი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეები. ამ ყველაფრის დამსახურებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ათასობით ადამიანს დავეხმარეთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომ დაეწყოთ ინვესტირება, თუმცა ამ მიმართულებით ჯერ ისევ ძალიან ბევრია სამუშაო.
რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც სურთ, დაიწყონ ინვესტირება საქართველოს ბანკის ინვესტიციების მოდულით?
ადამიანების უმეტესობისთვის რეკომენდებულია პასიური ინვესტირება დივერსიფიცირებულ აქციების კალათაში, მაგალითად S&P 500-ის ინდექს ფონდში. ისტორია აჩვენებს, რომ მსგავს აქციების კალათაში, სტაბილურად ინვესტირება, მიუხედავად იმისა თუ როგორ იცვლება მოკლე ვადაში ფასები, გრძელ ვადაში ინვესტორების უმეტესობისათვის კარგი შედეგების მომტანია. ხოლო თუ ადამიანს უფრო აქტიურად სურს ინვესტიციების სამყაროში ჩართვა, მაშინ უმჯობესია ინვესტირება დავიწყოთ ისეთი კომპანიების აქციებში, რომლის ბიზნესიც კარგად გვესმის, შეიძლება მათ პროდუქტებსა ან სერვისებსაც ვიყენებთ და გვჯერა ამ კომპანიის წარმატების გრძელ ვადაში. შემდგომ ეტაპზე უკვე უნდა დავაკვირდეთ თუ როგორ იცვლება ამ კომპანიების აქციების ფასი და რა სიახლეები და ცვლილებები იწვევს ფასის ზრდასა თუ შემცირებას. ძალიან კარგია ისეთი ლეგენდარული ინვესტორების რჩევების, რეკომენდაციებისა და წიგნების წაკითხვაც, როგორებიც არიან მაგალითად Warren Buffet, Peter Lynch, Ray Dalio და ა.შ.
საქართველოს ბანკის საინვესტიციო მოდულით სარგებლობა მობილბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.
S
შენიშვნა: ეს არ არის ფინანსური რჩევა. საინვესტიციო გადაწყვეტილება საკუთარი კვლევისა და ანალიზის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული.