საქართველოს ბანკი სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური ინვესტიციით, მონოლით ჯგუფი ორთაჭალაში, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს „Monolith Green City“ აშენებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 220 მილიონ ლარს შეადგენს. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 160 მლნ ლარია.
მრავალფუნქციური კომპლექსი 10 ჰა-ზე შენდება, ის ხუთ, რვა და თორმეტ სართულიან, ჯამში 21 საცხოვრებელ ბლოკს და 1 775 ბინას აერთიანებს. კომპლექსის ტერიტორიაზე მობინადრეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი რეკრეაციული ზონა, გამწვანებული სკვერები, ბავშვთა სათამაშო სივრცეები, სასეირნო, სარბენი და ველო ბილიკები, სპორტული მოედნები, საჩოგბურთო კორტი და აუზი. ასევე, კომერციული ობიექტები, საბავშვო ბაღი, სკოლა და დენდროლოგიური ბაღი. კომპლექსი აღჭურვილია როგორც ღია, ასევე მიწისქვეშა პარკინგით. მისი მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და 2024 წელს დეკემბერში დასრულდება.
„მონოლით ჯგუფი საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე ორიენტირებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია.
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ საცხოვრებელი სახლის მნიშვნელობას თანამედროვე სამყაროში და ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ და მათ საჭიროებებს მოვერგოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდი საუკეთესო ადგილს არჩევს პროექტებისთვის, იყენებს, მდგრად, ეკოლოგიურად უსაფრთხო და ხარისხიან მასალებს და თანამშრომლობს პროფესიონალებთან. ჩვენი მიმდინარე პროექტი – მონოლით გრინ სითი, თბილისის ისტორიულ უბანში, ორთაჭალაში შენდება და ის 1.5 კმ-მდე მანძილითაა დაშორებული ისეთ ტურისტულ ადგილებს, როგორიცაა აბანოთუბანი, მეტეხის ხიდი, ნარიყალას ციხე, ბოტანიკური ბაღი და რიყის მოედანი. საქართველოს ბანკი ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია 2016 წლიდან. წელს ერთობლივად კიდევ ერთი ახალი პროექტი – „მონოლით ეთნო სითი“ წამოვიწყეთ და სამომავლოდ არაერთი მსგავსი მასშტაბური სამშენებლო პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ.“ – განაცხადა თორნიკე მაისურაძემ, მონოლით ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.
„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის მუდმივი სწრაფვა გაძლიერებისა და განვითარებისკენ. მონოლით ჯგუფის საცხოვრებელი კომპლექსები სრულად არის მორგებული მომხმარებელთა სურვილებს და მოთხოვნებს. მისი პროექტები გამორჩეულია ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურით, გარემოთი, ხარისხითა და პირობებით. საქართველოს ბანკსა და მონოლით ჯგუფს მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს და ჩვენ არაერთი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად, მათ შორის : მონოლით რეზიდენსი, მონოლით სითი, სასტუმრო ბიოგრაფი და მონოლით ვარკეთილი. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას“ – განაცხადა ერეკლე ვაშაყმაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა. S