საქართველოს დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა მცირდება

საქართველოს დერეფანში გატარებული ტვირთების მოცულობა მცირდება

2017 წლის პირველ 6 თვეში, საქართველოს სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 18,1 მილიონი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,3 მლნ ტონით შემცირებული მაჩვენებელია.

საზღვაო ნავსადურებში და საზღვაო ტერმინალებში გადამუშავებულმა ტვირთებმა წლის პირველ ნახევარში 8,3 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 0,1 მლნ ტონით ჩამორჩება.

გაიზარდა საზღვაო ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა. წლის პირველ 6 თვეში, საზღვაო ნავსადგურებმა 178,625 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავეს, ნაცვლად წინა წლის ანალოგიური პერიოდის 153,755 TEU ერთეულისა.

გაიზარდა სამოქალაქო ავიაციის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა და მან 17,1 ათასი ტონა შეადგინა, ნაცვლად 12,2 ტონისა.

12,8 მლნ ტონამდე გაიზარდა საავტომობილო გადაზიდვები, ხოლო საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა წლის 6 თვეში 5,3 მილიონ ტონამდე შემცირდა. წინა წლის ანლოგიურ პერიოდში რკინიგზამ 5,7 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა.

საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 8,3 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა. აქედან ტვირთების გადამუშავება შემცირდა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში (2,2 მლნ ტონა), ხოლო ფოთის საზღვაო ნავსადგურში კი გაიზარდა (3,2 მლნ ტონა). ყულევისა და სუფსის საზღვაო ტერმინალებში წინა წელთან შედარებთ მონაცემები არ შეცვლილეა (0,8 მლნ ტონა / 2,1 მლნ ტონა).
წლის პირველ 6 თვეში, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 144,886 TEU ერთეული კონტეინერი გადაამუშავა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14 000 ერთეულით გაზრდილი მაჩვენებელია.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 33 739 TEU ერთეულამდე გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *