2021 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 20,6 მლრდ აშშ დოლარი (70,3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ის 132,9%-ია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 22,6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საგარეო ვალის გაზრდა ძირითადად ოპერაციულმა ცვლილებებმა და ფასის ცვლილებებმა განაპირობა, შესაბამისად, 467,4 და 15,9 მლნ აშშ დოლარით, ხოლო შემცირება საკურსო ცვლილებებმა, შესაბამისად, 332,8 მლნ აშშ დოლარით.
სახელწიფო საგარეო ვალმა 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით მშპ-ის 64,0%, შესაბამისად, 9,9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც სამთავრობო სექტორზე – 7,6 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო ეროვნული ბანკის ვალდებულებებზე 573,8 მლნ აშშ დოლარი მოდის.
რაც შეეხება საქართველოს წმინდა საგარეო ვალს, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, 12,3 მლრდ აშშ დოლარს, შესაბამისად, ბოლო ოთხი კვარტალის 79,4%-ს მოიცავს, საიდანაც სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5,8 მლრდ აშშ დოლარია.