საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად ლაშა აბაშიძე დაინიშნა

საქართველოს რკინიგზას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს — ამ პოსტზე ლაშა აბაშიძე დაინიშნა. მან თანამდებობაზე დავით ფერაძე შეცვალა. შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 7 მაისს აისახა.

ლაშა აბაშიძე 2016-2017 წლებში თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას, მოადგილე და დედაქალაქის ვიცე-მერი იყო. ასევე, 2013 წლის 18 ნოემბრიდან 2014 წლის 13 ივნისამდე, ის საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

რაც შეეხება დავით ფერაძეს, ის საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის თანამდებობას 2017 წლის დეკემბრიდან იკავებდა.