კომპანია „სილქნეტის“ ევროობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდა. ობლიგაციები საფონდო ბირჟის A კატეგორიის ლისტინგში მოხვდა. განთავსების აგენტი „თიბისი კაპიტალია“.
ევროობლიგაციების ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) განისაზღვრა 11%-ით, წელიწადში ორჯერ გადახდით. ობლიგაციების დაფარვის ვადა კი 2024 წლის 2 აპრილია.
„სილქნეტმა“ 5 წლიანი 200 მლნ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციები მარტის ბოლოს გამოუშვა. მაშინ ევროობლიგაციები Euronext Dublin-ის გლობალურ საფონდო ბირჟაზეც ოფიციალურად დაიშვა.