სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1861.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16.2 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საწარმოები, სადაც განხორციელდა ყველაზე მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია 2017 წელს (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის კვლევის შედეგებით) შემდეგია:
- სს ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია
- შპს საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი
- შპს მტკვარი ჰოლდინგი
- ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში (კომპანიის საქმიანობის სფეროს ნავთობსადენების და გაზსადენების მშენებლობა, ასევე სარემონტო სამუშაოები წამოადგენს)
- სს მეტრო ავრასია ჯორჯია (კომპნია სამშენებლო, უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და გადაზიდვების სფეროში მოღვაწეობს)
- სს ენერგო-პრო ჯორჯია
- BP Group
- შპს მაგთიკომი
- IDC ბორჯომი
- Rakeen Uptown Development
სტატისტიკის სამსახურის მიერ მოწოდებული კომპანიების სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით. ასევე, სტატისტიკის სამსახური არ გასცემს ინფორმაციას თუ კონკრეტულად რა მოცულობის ინვესტიცია განახორციელეს აღნიშნულმა კომპანიებმა საანგარიშო პერიოდში.