ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2024 წლის იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.
ცვლილება ეხება თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებს. დაიკლებს როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი.
შედეგად, თბილისში 0-დან 101 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას საყოფაცხოვრებო ტარიფი 15 თეთრი იქნება, 101-დან 301 კვტ.სთ-მდე მოხმარებისას – 19 თეთრი, ხოლო იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კვტ.სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი 23.5 თეთრით განისაზღვრება.
