საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიების ტოპ 10

საქართველოში მოქმედ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს საკუთარი აუდიტორული ანგარიშგებები საჯაროდ აქვთ გამოქვეყნებული.

2018 წლის ანგარიშებზე დაყრდნობით, ამ ბაზრის უმსხვილეს მოთამაშეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ქართული შვილობილი – “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი” იკავებს. კომპანიის გაყიდვებმა გასულ წელს ჯამში 655 მილიონი ლარი შეადგინა. უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგების მიხედვით, საქართველოში ნავთობკომპანიების სფერო ჯამურად ზარალზეა. 10 უმსხვილესი კომპანიის მთლიანი ზარალი 83 მილიონ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ამ კომპანიების მთლიან შემოსავლებს, ის 2.9 მილიარდ ლარს აღემატება.   

რეიტინგი საჯაროდ გამოქვეყნებული 2018 წლის აუდიტორული ანგარიშგებებისგან შედგება. მასში რიცხვები არის წარმოდგენილი იმ სახით, რა სახითაც ის ამ კომპანიების მოგება-ზარალისა და ბალანსის უწყისშია ასახული. ცალკეულ შემთხვევაში, კომპანიის აუდიტორული ანგარიში აშშ დოლარში ჰქონდათ გამოქვეყნებული, მათი ფინანსური შედეგები შესაბამისი გაცვლითი კურსით არის ლარში გადაყვანილი. 

     

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *