საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.6%-ით გაიზარდა, წლიური ინფლაციის დონემ კი 0.7% შეადგინა.
სექტემბერში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში წვლილი ძირითადად შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ შეიტანა: ტრანსპორტი +2.6%; განათლება +5.5%; ჯანმრთელობის დაცვა +0.7%.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, ამ შემთხვევაში მაჩვენებელი დიდწილად შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილების შედეგად განისაზღვრა: საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი +5.1%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება +10%; ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო +5.6%; ჯანმრთელობის დაცვა -4.7%; ტრანსპორტი -4.3%.

შეგახსენებთ, აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, წინა თვესთან, ივლისთან მიმართებით კი ინფლაციის დონე 0.7%-ით განისაზღვრა.