საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.9% შეადგინა.
რაც შეეხება 2021 წლის პირველ სამ კვარტალს, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ცხრა თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 11.3%–ს გაუტოლდა.
2021 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, დამმუშავებელი მრეწველობა, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ
ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ვაჭრობა. ხოლო კლება სამშენებლო სექტორში დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ 22.3%–ით გაიზარდა საქონლით საგარეო ვაჭრობა. მათ შორის 24%–იანი ზრდა დაფიქსირდა საქონლის ექსპორტის, ხოლო 21.6%–იანი ზრდა საქონლის იმპორტის მიმართულებით.
2021 წლის სექტემბერში საქართველოში 4163 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 6.2%–ით აღემატება. ხოლო დღგ–ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 24%–ით გაიზარდა.
სექტემბერში 241.5 მლნ ლარამდე გაიზარდა კომერციული ბანკების მთლიანი გამოშვება.