სასიამოვნო ეიფორია ეფორეა სპაში. "ჰილტონის" ექსკლუზივი ბათუმის სტუმრებს

სასიამოვნო ეიფორია ეფორეა სპაში. "ჰილტონის" ექსკლუზივი ბათუმის სტუმრებს

ზოგი ამბობს, რომ სასტუმრო „ჰილტონ ბათუმში” თვალწინ გადაშლილი ხედი ერთ რამედ ღირს. ზოგისთვის სტუმართმოყვარე დახვედრა და მაღალი ხარისხის სერვისია გადამწყვეტი, სხვები ხაზს უსვამენ კულინარიულ ასპექტს და რამდენიმე სხვადასხვა სივრცეში გადანაწილებულ დახვეწილ და მრავალფეროვან მენიუს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, ვინც „ჰილტონ ბათუმს” გამორჩეულ სასტუმროდ მისი სპა-ცენტრის გამო მიიჩნევს. სტუმრების ამ სეგმენტის დახასიათება სქესის ანდა ასაკის მიხედვით შეუძლებელია. ექსკლუზიურად თავაზიანი დახვედრა, დახვეწილი სპა-ბრენდი და მისი უნიკალური შეთავაზებები, მოდუნების, გაჯანსაღებისა და მავნე რუტინული ფიქრებისგან გათავისუფლების პერსპექტივა აქ ყველას ხიბლავს, განურჩევლად სქესისა, განათლებისა, რელიგიისა და ასაკისა.

სპა ცენტრის მომსახურებაზე, ეფორეა სპას სუპერვაიზერი, გიორგი აფხაზავა გვესაუბრა.

ბევრ სხვა საინტერესო და ხარისხიან პროდუქტთან ერთად, „ჰილტონ ბათუმი” სტუმრებს „ეფორეა სპაცენტრის” მომსახურებასაც სთავაზობს. რატომ მაინცდამაინც ეს ბრენდი და, ასევე საინტერესოა, როგორ გეხმარებათ ამ სპაბრენდის თვისებები, ზოგადად „ჰილტონის” ფასეულობების განხორციელებაში?

ეფორეა საკმაოდ ახალგაზრდა და ამბიციური ბრენდია მსოფლიოში, ალბათ ამიტომაც სულ რაღაც სამი წლის ბრენდს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე 16 სპა-ცენტრი აქვს. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონშია”. ეფორეა გამორჩეული და განსხვავებული ბრენდია ყველა სპა-ცენტრებს შორის. თავის მისიას ამ ბრენდის შემქმნელები ასე აყალიბებენ: გვსურს, რომ ჩვენთან ადამიანმა თავი პეპელასავით იგრძნოს, ყველა ეტაპი გაიაროს ჭუპრობიდან – გაფრენამდე… შესაბამისად, ეფორეას თითოეული მომსახურება, სახისა თუ ტანის მოვლის თითოეული საშუალება ემსახურება მიზანს, სტუმრის სპაში ვიზიტი საბოლოოდ ფრენის, სილაღის შეგრძნებით დაასრულოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეფორეა სამ დაუვიწყარ მოგზაურობას სთავაზობს სტუმრებს.

ძალიან საინტერესო მიდგომაა, როცა სპაცენტრში ვიზიტს მოგზაურობას ადარებ. ეს, რა თქმა უნდა, მის მიმართ ინტერესს ზრდის. როგორც ვხვდები, ეფორეას ცენტრის კარის შეღებისთანავე, სასურველი მომსახურების არჩევით, ირჩევ არა უბრალოდ და ტრაფარეტულად რომელიმე კონკრეტულ მომსახურებას, არამედ ეს მომსახურება მოგზაურობის ტოლფასია. თუ ასეა, მოდი, განვუმარტოთ მკითხველსაც, რა დახვდებათ ეფორეა სპაცენტრში.

კონცეფციის მიხედვით, ჩვენს სპა- ცენტრში სამი ტიპის მოგზაურობაში შეიძლება ჩაერთოთ: პირველადი და აუცილებელი (Essential Journey); თავდავიწყების მომგვრელი (Escape Journey); მამაკაცებზე გათვლილი (Men’s Journey). რეალურად კი ესაა სამი განსხვავებული პაკეტი, რომელთა მეშვეობითაც ეფორეა სპაში მოსული სტუმარი თავს მართლა პეპელასავით იგრძნობს – ჯერ ახალდაბადებული პეპელასავით, შემდეგ კი გაფრენასაც შეძლებს.

ახლა მოგახსენებთ, რა კომპონენტების გათვალისწინებით ვაღწევთ შედეგს. ესენია: გამორჩეული ტექნიკა

და სხვა ტექნიკური დეტალების განსაკუთრებულად მაღალი ხარისხი. სტუმრის მომსახურებისა და მასთან მოპყრობის უნიკალური წესები; შესაბამისად, მომსახურე პერსონალის ქცევის ნორმები – ამ უკანასკნელს საგანგებოდ მინდა, ხაზი გავუსვა, რადგან თითოეულ სტუმარს გაუკვირდება ის, რასაც ჩვენთან აღმოაჩენს – ჩვენი მომსახურე პერსონალის ტერმინოლოგიაც კი განსხვავებულია. „სტუმრის მიცილების” ნაცვლად ჩვენთან ამბობენ: „სტუმრის გადაყვანა”, „სარელაქსაციო ოთახის” ნაცვლად – „გარდამავალი ლაუნჯი” – ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქ მართლაც მოგზაურობთ. გარდა ამისა, თითოეული თერაპევტი სხეულის ენითაც კი ცდილობს საკუთარი კეთილგანწყობის გამოხატვას. თავის მდაბლად დაკვრა, ორივე ხელით შეხება ხელის ჩამორთმევის დროს – სტუმართან ურთიერთობისას ეს ერთი შეხედვით მცირედი ნიუანსები – უშუალო და გულითადი ურთიერთობისთვის შესანიშნავ მზაობას ქმნის. ეს დეტალებიც კი განგაწყობთ იმისათვის, რომ ეფორეა სპაში გატარებული დროის განმავლობაში აბსოლუტურად მოსწყდეთ სტანდარტულ ყოველდღიურობას.

ვისაუბროთ სპაპროდუქტებზეც – რით გამოირჩევა მამაკაცისა და ქალის ხაზი, ცალცალკე დავახასიათოთ ისინი და გამოვყოთ მათი უნიკალური თვისებები.

KERSTIN FLORIAN – ეს არის შვედური კოსმეტიკის ბრენდი, რომლის ნაწარმიც მაქსიმალურად სწრაფ და ხანგრძლივ ეფექტზეა გათვლილი. მასში შედის სახისა და ტანის მოვლის საშუალებები და წყალში თუ ხმელეთზე მოპოვებული, ასი პროცენტით ნატურალური პროდუქტებისგან შედგება. „კერსტინი” თავის კოსმეტიკას არ აწარმოებს კონკრეტულად ერთ ქვეყანაში, წარმოების პროცესი გადადის იქ, სადაც პროდუქტების მოპოვება ხდება, სპირულინა იქნება ეს თუ ალგაი. მაგალითად, „კერსტინის” ტალახის ნიღბისთვის მასალას უნგრეთში, სპა ქალაქ ჰევიზში მოიპოვებენ, ეს ტალახი ათასი წელიწადის მანძილზე იზრდება 8 მეტრამდე წყლის ქვეშ და კანის სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, ქსოვილის გასაახალგაზრდავებლად გამოიყენება. ვისაც გამოუცდია, შემდეგ ამბობს, რომ ამ ნიღბის შემდეგ კანი ახალშობილისას მიუგავს. „კერსტინი” ასევე გვთავაზობს K-lift აპარატს სახის პროცედურებისთვის (მიკროძაბვა და წითელი შუქდიოდები სახის კანზე საოცარ ეფექტს ახდენს) და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არც მიკვირს, რომ ეფორეა 2015 წლის გამარჯვებულია კოსმეტიკურ სპა-ბრენდებს შორის.

რაც შეეხება ვიტამანს (VITAMAN), ეს ავსტრალიური კომპანიაა, მხოლოდ მამაკაცებზე გათვლილი ხაზით, რომელიც მამაკაცის ყველა ტიპის კანზეა მორგებული და აბსოლუტურად ჰიპოალერგიულია. „ვიტამანს” აქვს შამპუნები, საპარსი საშუალებები, კრემები სახისთვის და ტანისთვის.

ალბათ გაგიჭირდებათ გამოყოფა, თუმცა თქვენ თუ გაქვთ გამორჩეული პროდუქტი?

ყველაზე მეტად მომხიბლა „ვიტამანის” პარსვამდე და პარსვის შემდგომ გამოსაყენებელმა ზეთმა, რომელზეც ვიცოდი, რომ ანელებს წვერის ზრდას, მაგრამ არ მჯეროდა, ვიდრე საკუთარ თავზე არ გამოვცადე. „ვიტამანის” პროდუქციაში სურნელიც მომწონს.

მგონია, რომ ეს ბრენდი საკუთარ მიმდევრებს ქართველ მამაკაცებშიც მალე გაიჩენს.

როგორია გარემო, რომელიც „ჰილტონის” სპაცენტრში მოსულ კლიენტს ხვდება?

ეფორეა სპას ინტერიერში ფერთა გამა, ავეჯის განლაგება, მუსიკა – ეს ყველაფერი ერთობლივად ახდენს დაუვიწყარ ეფექტს. აუზზე ყოფნის დროს თვალწინ გეშლება ზღვისა და ბულვარის ხედი.

რატომ გადაწყვიტეთ, აუზი დახურული ყოფილიყო?

აუზი დახურულიაო, ვერ ვიტყვი, რადგან მისი ვიტრაჟები იღება და ამიტომ აუზს ღია სივრცის ეფექტი აქვს. ის სტუმრები კი, რომლებიც ტერასაზე იმყოფებიან, თავისუფლად იცვლიან ადგილს აუზსა და ტერასას შორის.

თუ შეიძლება დაახასიათეთ, რით გამოირჩევა „ჰილტონის” ღია ტერასა.

ეს ადვილია – არც ერთ სასტუმროს ბათუმში არ აქვს ტერასა სპაში, სადაც სტუმარს შეუძლია მიიღოს რუჯიც და შეუკვეთოს ბარში ესა თუ ის სასმელი ან კერძი. რაც მთავარია, ტერასაზე შესაძლებელია წვეულების მოწყობაც.

რა ფუქციური დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ამ ტერასას? წვეულებების მოწყობის შემთხვევაში ხომ არ ირღვევა სხვა სტუმრების სიმყუდროვე?

არა, რადგან წვეულების მოწყობის შემთხვევაში აუზიც და ტერასაც იმ ადამიანებს ეთმობა, ვისთვისაც წვეულება ტარდება. სტუმარი არც მასაჟების პროცედურის დროს შეწუხდება, რადგან ეს სივრცე სულ სხვა მხარესაა და საკმაოდ კარგად არის დაცული გარე ხმაურისაგან.

შეისწავლეთ თუ არა წინასწარ, რა ტიპის სპასერვისები არსებობს ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროების ბაზარზე და როგორ გამოარჩიეთ მათგან საკუთარი მომსახურება?

რა თქმა უნდა, შესწავლილი გვაქვს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამი მოგზაურობა, განსაკუთრებული ზრუნვა სტუმრებზე და სრულიად ექსკლუზიური პროდუქცია ყველასგან გამოგვარჩევს.

ვინ არის თქვენი სამიზნე კლიენტურა – ხომ არ გაქვთ პორტრეტულად წარმოდგენილი, როგორი ტიპის ადამიანებზეა გათვლილი „ჰილტონის” სპა, ანდა ასაკობრივი პრეფერენციები თუ არსებობს? ასევე საინტერესოა, ჩნდება თუ არა გარკვეული სოციალური მიკუთვნებულობის განცდა?

ასე, გარკვეული ნიშნებით, საკუთარი სტუმრების კატეგორიზებას არ ვახდენთ. გვსურს, ეფექტიანად მოვემსახუროთ და წარმატებულები ვიყოთ თითოეულ ჩვენს სტუმართან, განურჩევლად სქესისა და ასაკისა. ეფორეა სპა-ცენტრის შექმნამდე ჩატარდა გამოკითხვა, დაისვა კითხვა, თუ „როგორი უნდა იყოს საუკეთესო სპა”. ადამიანების შეგრძნებების კვლევისას კი დადგინდა, რომ ბევრს სწორედ ეს სურს – ზოგჯერ მაინც იგრძნოს პროცესი ჭუპრობიდან გაფრენამდე. ეფორეა სპაში ეს შესაძლებელია.

დიდი მადლობა საუბრისთვის.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *