საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

საწვავის ფასები ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი იტალიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაშია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. კერძოდ, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,83 ევროს (დაახლოებით 5,11 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,62 ევროს (დაახლოებით 4,53 ლარი), დიზელის საწვავი – 1,59 ევროს (დაახლოებით 4,44 ლარი); ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,69 ევროს (დაახლოებით 4,72 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,62 ევროს (დაახლოებით 4,53 ლარი), დიზელის საწვავი – 1,27 ევროს (დაახლოებით 3,55 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,63 ევროს (დაახლოებით 4,55 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 1,61 ევროს (დაახლოებით 4,50 ლარი), დიზელის საწვავი – 1,50 ევროს (დაახლოებით 4,19 ლარი). 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,68 ევრო (დაახლოებით 1,90 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,60 ევრო (დაახლოებით 1,68 ლარი), დიზელის საწვავი – 0,56 ევროს (დაახლოებით 1,56 ლარი). 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, – სომხეთში – 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,75 ევროს (დაახლოებით 2,09 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,72 ევროს (დაახლოებით 2,01 ლარი), დიზელის საწვავი – 0,65 ევროს (დაახლოებით 1,82 ლარი);  აზერბაიჯანში –  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,62 ევროს (დაახლოებით 1,73 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,59 ევროს (დაახლოებით 1,65  ლარი); დიზელის საწვავი – 0,31 ევროს (დაახლოებით 0,87 ლარი); უკრაინაში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,86 ევროს (დაახლოებით 2,40 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,82 ევროს (დაახლოებით 2,29 ლარი), დიზელის საწვავი – 0,74 ევროს (დაახლოებით 2,07 ლარი); მოლდავეთში – სუპერი ტიპის ბენზინის ფასი – 0,81 ევროს (დაახლოებით 2,26 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი – 0,78 ევროს (დაახლოებით 2,18 ლარი), დიზელის საწვავი – 0,67 ევროს (დაახლოებით 1,87 ლარი). 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი  ტიპის  ბენზინი – 2,19-2,30 ლარი;  პრემიუმი  ტიპის ბენზინი  –  2,09-2,18 ლარი;  რეგულარის ტიპის ბენზინი  –  1,89-2,07 ლარი;  დიზელი ლ-62 – 1,87-1,99 ლარი;  ევრო დიზელი  –  1,89-2,04  ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5-10 თეთრით ნაკლებია ლიტრზე.

ქვეყანა 

ბენზინი 95 

ბენზინი 98 

დიზელი 

 რუსეთი

 0,60 ევრო (1,68ლ)

 0,68 ევრო(1,90 ლ)

 0,56 ევრო(1,56 ლ)

 აზერბაიჯანი

 0,59 ევრო(1,65 ლ) 

 0,62 ევრო (1,73ლ)

 0,31 ევრო(0,87 ლ)

 უკრაინა

 0,82 ევრო (2,29ლ)

0,86 ევრო (2,40ლ) 

 0,74 ევრო(2,07 ლ)

 სომხეთი

 0,72 ევრო(2,01 ლ)

 0,75 ევრო (2,09ლ)

 0,65 ევრო(1,82 ლ)

 მოლდავეთი

 0,78 ევრო (2,18ლ)

 0,81 ევრო (2,26ლ)

 0,67 ევრო(1,87 ლ)

 ლატვია

 1,08  ევრო (3,02ლ)

 1,13 ევრო (3,16ლ)

 0,94 ევრო(2,63 ლ)

 ლიტვა

 1,12 ევრო(3,13 ლ)

 1,20 ევრო (3,35ლ)

 1,02 ევრო(2,85 ლ)

 საბერძნეთი

 1,47 ევრო (4,10ლ)

 1,64 ევრო (4,58ლ)

 1,22 ევრო(3,41 ლ)

 ნორვეგია

 1,62 ევრო (4,53ლ)

 1,83 ევრო (5,11ლ)

 1,59 ევრო(4,44 ლ)

 ნიდერლანდები

 1,62 ევრო (4,53ლ)

 1,69 ევრო (4,72ლ)

 1,27 ევრო(3,55 ლ)

 თურქეთი

 1,25 ევრო(3,49 ლ) 

 1,25 ევრო (3,49ლ)

 1,09 ევრო(3,05 ლ)

 იტალია

 1,61 ევრო (4,50ლ) 

 1,63 ევრო (4,55ლ)

 1,50 ევრო(4,19  ლ)

 გერმანია

 1,30 ევრო (3,63ლ) 

 1,45 ევრო (4,05ლ)

 1,08 ევრო(3,02 ლ)

 საფრანგეთი

 1,34 ევრო  (3,74ლ)

 1,41 ევრო (3,94ლ)

 1,20 ევრო(3,35 ლ)

 ესპანეთი

 1,18 ევრო  (3,30ლ)

 1,31 ევრო (3,66ლ)

 1,05 ევრო(2,93 ლ)