საუდის არაბეთი ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება

საუდის არაბეთი ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება

Forbes-ის პროგნოზით, 2022 წლის ბოლოსათვის საუდის არაბეთი ტრილიონდოლარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგებს შეუერთდება. ამერიკული გამოცემის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების გაძვირებაა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად, 2021 წელს მსოფლიოში სულ 18 სახელმწიფოა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტიც (მშპ) 1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებდა. პირველ ადგილას მშპ-ს მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი მთლიანი შიდა პროდუქტი 23 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილს 17.5 ტრილიონი აშშ დოლარით ჩინეთი იკავებს. სამეულში 4.9 ტრილიონი აშშ დოლარით იაპონიაც შედის.

Forbes-ის ინფორმაციით, მშპ-ს სიდიდის რეიტინგში წინა წლამდე მე-19 ადგილს საუდის არაბეთი იკავებდა. 2021 წელს მისი მშპ $834 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა, წელს საუდის არაბეთის ეკონომიკის ზრდის უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორის, ნავთობის ფასმა საგრძნობლად მოიმატა. სწორედ ამიტომ, დიდი ალბათობით წლის ბოლოსათვის 1 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს საუდის არაბეთის ეკონომიკაც გადააჭარბებს.

ეკონომისტების პროგნოზით, საუდის არაბეთი 2022 წელს მშპ-ს 10%-იანი სიჭარბით დაასრულებს. ცნობისათვის, მეორე კვარტალში სახელმწიფოს მშპ-ს სიჭარბემ 20 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ამჟამინდელი ტენდენციების გათვალისწინებით კი ეს ტემპი შენარჩუნდება.

საუდის არაბეთის მთავრობის მიერ 31 ივლისს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ეკონომიკა მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა. ნავთობის სექტორის ზრდამ კი 23.1% შეადგინა. საუდის არაბეთის შემთხვევაში, ნავთობის ინდუსტრიაში შემოსავლის ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში პირდაპირ ითარგმნება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *