კახეთში, სოფელ კისისხევში, აპრილიდან შუხმან ვაინს ჯორჯიას, შატოს ტერიტორიაზე გაიხსნება შუხმანის ექსკლუზიური ღვინის სოფელი. პროექტის პირველი ფაზა ითვალისწინებს 10 ვილის აშენებას, რომელიც წელს, ტურისტულ სეზონზე სტუმრებს უმასპინძლებს. მეორე ფაზა კი 2020 წლისთვის განხრციელდება და დამატებით 14 ვილა აშენდება.
კომპანიის ცნობით, თითოეული ვილა ექსკლუზიური დიზაინის მხოლოდ ქართული ელემენტებითაა შექმნილი. სამშენებლო სამუშაოები 19 – ე საუკუნის ქართული სამშენებლო მასალებითაა შესრულებული. ვილების კომპლექსის გარე ტერიტორიის 80% ვენახებით იქნება დაფარული.
ამასთან, 2020 წლისთვის შუხმანის სასტუმრო კომპლექსს კახეთში ემატება სამედიცინო ველნესის მიმართულება – გამაჯანსაღებელი, სარეაბილოიტაციო-სარეკრეაციო ცენტრი, სადაც პაციენტებს, სპეციალური პროცედურები ჩაუტარდებათ, რომელიც ღვინის ნატურალურ პროდუქტებზე იქნება დამზადებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ გაიყიდება შესაბამისი საგზურები და მათი ღირებულება იქნება საშუალოდ 800 დოლარი თითო ადამიანზე.