სებ–ის ყოფილი თანამშრომელი IMF-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა

სებ–ის ყოფილი თანამშრომელი IMF-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა

ფინანსური სტაბილურობის ანალიზის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ზვიად ზედგინიძე საქმიანობას საერთაშორისო სავალუტო ფონდში განაგრძობს. ის International Monetary Fund-ის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი გახდა.

ზვიად ზედგინიძე სებ–ის გუნდს 2008 წელს შეუერთდა. მისი ხელმძღვანელობით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: დაინერგა მონეტარული პოლიტიკის პროგნოზირებისა და ანალიზის სისტემა და განახლდა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში; შემუშავდა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია; გამოქვეყნდა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, დაიწყო სებ-ის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკის ჩამოყალიება და სხვა.