„სელექტი“ - ინტერესებზე მორგებული პერსონალიზებული საბანკო მომსახურება ტერაბანკისგან

„სელექტი“ - ინტერესებზე მორგებული პერსონალიზებული საბანკო მომსახურება ტერაბანკისგან

ტერაბანკის პერსონალიზებული საბანკო მომსახურება, „სელექტი“, განვითარებას განაგრძობს და ბაზრისთვის სიახლეების შეთავაზებას აპირებს. საქართველოში 23 წლის გამოცდილების მქონე ბანკში ამბობენ, რომ „სელექტის“ მომხმარებელთა რაოდენობა მზარდია, რაც ამ პროდუქტის მიმართ მომხმარებელთა ლოიალობითაც დასტურდება. „სელექტის“ ოთხი წლის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე Forbes Georgia ტერაბანკის საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსს, თამთა პეტროსოვას ესაუბრა.

თამთა, მომხმარებელს „სელექტი“ 2019 წელს შესთავაზეთ. რა შედეგები გაქვთ ამ დრომდე?

ტერაბანკში პრემიუმ-სერვისი დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ უკვე ნათლად გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო, ეს მომსახურება ცალკე ბრენდად გვექცია და იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც პრემიუმ-სერვისით სარგებლობდნენ, განსაკუთრებული სტატუსი მიგვენიჭებინა. „სელექტის“ ბრენდის ქვეშ თავიდანვე მოიაზრებოდა პერსონალიზებული საბანკო მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა მომხმარებლების ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ მეტ შესაძლებლობას როგორც სერვისების, ისე პროდუქტების თვალსაზრისით. ამ მიდგომამ ძალიან გაამართლა, რასაც ჩვენი პრემიუმ-მომხმარებლების კმაყოფილების მაღალი ინდექსიც ადასტურებს. ხანგრძლივმა ურთიერთობამ და გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ისინი „სელექტის“ მიმართ ლოიალურები არიან, ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა და პარტნიორობა კი სტაბილურად გრძელდება.

რა შეთავაზებებით სარგებლობენ „სელექტის“ მომხმარებლები?

სელექტის“ მომხმარებლები სარგებლობენ პირადი ბანკირისა და ინტერესების მენეჯერის მომსახურებით, რომლებიც მათ მიზნებისა თუ გეგმების მარტივად და კომფორტულად შესრულებაში ეხმარებიან. ბანკი თითოეულს ინდივიდუალურ საკრედიტო ლიმიტებს, საბანკო პრემიუმ-მომსახურების ტარიფებს, გამორჩეულ სავალუტო კურსებსა და ანაბრებზე განსაკუთრებულ სარგებელს სთავაზობს.

ამას გარდა, მომსახურების პაკეტი მოიცავს უმაღლესი კლასის პლასტიკურ ბარათს – „Visa ინფინიტს“, რომელიც ჩვენს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გამორჩეული ბენეფიტებით ისარგებლონ და პრემიუმ-კლასის მომსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღონ. მათ შორისაა: პროგრამა Lounge Key – საერთაშორისო ბიზნესლაუნჯებში ვიზიტი საფასურის გარეშე, კონსიერჟის მომსახურება, რომელიც გლობალური სერვისია და მომხმარებლებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერას, მაგალითად, სრულ სამოგზაურო დაზღვევას, აეროპორტში დახვედრასა და გაცილებას გულისხმობს. ასევე, „Visa ინფინიტი“ აერთიანებს Luxury სასტუმროების სერვისს, პარტნიორი ორგანიზაციების სპეციალურ შეთავაზებებს მთელ მსოფლიოში და სხვა.

თქვენ ამბობთ, რომ აკვირდებით მომხმარებლების საჭიროებებსა და მოლოდინს და თითოეული მათგანისთვის ქმნით პერსონალიზებულ საბანკო გამოცდილებას. როგორ იკვლევთ მომხმარებელთა საჭიროებებსა და კმაყოფილებას?

გამომდინარე იქიდან, რომ „სელექტის“ მომხმარებლებთან ურთიერთობის ხანგრძლივი გამოცდილება გვაქვს, მათი საქმიანობებისა და კარიერული განვითარების ეტაპებიც ვიცით. თუმცა ამავდროულად, მუდმივად ვიკვლევთ თითოეულის საჭიროებებს. სწორედ ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს ინტერესების მენეჯერი. იგი ერთგვარად აჯამებს მომხმარებლების ცხოვრების სტილისა და ინტერესების მნიშვნელოვან მიგნებებს, რომლებსაც შემდგომში პერსონალიზებული შეთავაზებები და ბენეფიტები ეყრდნობა.

„სელექტის“ ბრენდის ქვეშ თავიდანვე მოიაზრებოდა პერსონალიზებული საბანკო მომსახურება, რომელიც ითვალისწინებდა მომხმარებლების ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ მეტ შესაძლებლობას როგორც სერვისების, ისე პროდუქტების თვალსაზრისით.

ძირითადად ვინ არიან „სელექტის“ მომხმარებლები? რა ინტერესები და მოთხოვნები აქვთ?

სელექტის“ მომხმარებლები ტერაბანკის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთგული პარტნიორები — მსხვილი ბიზნესების მფლობელები, მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი პირები არიან, რომლებსაც ჩვენთან უკვე არაერთი წელი აკავშირებთ. ოპერატიულობასა და სერვისის მაღალ ხარისხთან ერთად, მათთვის ინდივიდუალური მიდგომაც უმნიშვნელოვანესია, ამიტომ ამ მოთხოვნებს მუდმივად ვპასუხობთ და მათ სწრაფ, ხარისხიან, პერსონალიზებულ მომსახურებას ვთავაზობთ.

თქვენ ალბათ აკვირდებით მსოფლიოს საბანკო ტრენდებსაც. რა ტენდენციებს ხედავთ პერსონალიზებული საბანკო მომსახურების მიმართულებით?

მსოფლიოს საბანკო ტენდენციებზე დაკვირვებით, აშკარაა მომსახურებისა და შეთავაზებების ავტომატიზაციისა და გაციფრულების ტენდენცია. ცხადია, ჩვენ ამ ტრენდს პროდუქტებისა და დისტანციური მომსახურების არხების დინამიკური განვითარების კუთხით მუდმივად ვითვალისწინებთ, თუმცა ბევრისთვის კვლავაც პრიორიტეტად ცოცხალი, ადამიანური ურთიერთობები რჩება. შესაბამისად, ვცდილობთ, პერსონალიზებული ბანკინგის დახმარებით ეს ფაქტორიც აუცილებლად შევინარჩუნოთ.

მომხმარებელთა მოთხოვნები პერიოდულად იცვლება. საინტერესოა, პანდემიის შედეგად როგორ შეიცვალა ამ კუთხით ვითარება ბოლო ორი წლის განმავლობაში?

პანდემიის პერიოდში მომხმარებლების საჭიროებები და ქცევები მნიშვნელოვნად შეიცვალა, რასაც ბანკმაც მიდგომებისა და სერვისების მიწოდების ცვლილებებით ოპერატიულად და მოქნილად უპასუხა. უპირველესად აღვნიშნავდი დისტანციური მომსახურების არხების გამოყენების მასშტაბის გაზრდას. მომხმარებლებმა დაიწყეს ინტერნეტ- და მობაილბანკის, ასევე, იმეილ- და ტელეფონბანკის გამოყენება. პანდემიის პერიოდში მათ პრემიუმ-სერვისს შეუფერხებლად ვაწვდიდით და ვცდილობდით, იმ პერიოდში მომზადებული შეთავაზებები და მომსახურებები პანდემიური ცხოვრების სტილთან ყოფილიყო თანხვედრილი.

მომსახურებების დისტანციურად მიღებაზე მზარდი მოთხოვნა ამჟამინდელი ტენდენციაცაა და ამაზე ჩვენც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ.

რა გეგმები გაქვთ „სელექტს“ შეთავაზების მიმართულებით?

სამომავლოდ ვგეგმავთ, კიდევ უფრო პერსონალიზებული გავხადოთ ჩვენი პროდუქტები და შეთავაზებები. ამასთანავე, ვაპირებთ ტექნოლოგიური სიახლეები შევთავაზოთ მომხმარებლებს. ამ მიმართულებებით მუშაობას აქტიურად ვაგრძელებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *