საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა. პირველი ცხრა თვის (იანვარ-სექტემბრის) ეკონომიკურმა ზრდამ 2.6% შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, მეორე კვარტალში 3.0%-ით, მესამე კვარტალში კი 2.2%-ით. 2016 წლისთვის, ჯამში, საქართველოს მთავრობა 3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.