სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, საქართველოში სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.1%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში მშპ-ის ზრდამ 6.8% შეადგინა.
სექტემბერში ზრდის მიმართულებით გამოსარჩევია შემდეგი დარგები: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმრო და რესტორნები; კლების კუთხით კი: მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, უძრავი ქონება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15.9 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა (წლიური ზრდა 16.5%). აქედან 11.3 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი საქონლის იმპორტზე მოდის, 4.7 მილიარდი აშშ დოლარი კი – ექსპორტზე (წლიური ზრდა, შესაბამისად, 18.2% და 12.7%). რაც შეეხება მხოლოდ სექტემბერს, აღნიშნულ თვეში ექსპორტმა 528 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 1.241 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
საქსტატის ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა 1.33 მილიარდი ლარი შეადგინა, შემოსავალმა კი 1.566 მილიარდ ლარს მიაღწია.
ეროვნული ბაკის წინასწარი მონაცემების თანახმად, სექტემბერში კომერციული ბანკების მთლიანმა გამოშვებამ 306.1 მილიონი ლარი შეადგინა, თავად სებ-ისამ კი – 5 მილიონი ლარი.