სექტემბერში საქართველოში 25 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

სექტემბერში საქართველოში 25 პროცენტით მეტი ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში, 2016 წლის სექტემბერთან შედარებით, საქართველოში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 2016 წლის სექტემბერში 305 223 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2017 წლის სექტემბერში 380 895. ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, სექტემბერში 21%-ით გაიზარდა და 763 729 შეადგინა.

იანვარ-სექტემბერში 29%-ით მეტი ტურისტია შემოსული, ჯამში 2 783 594. ვიზიტორების რაოდენობა კი 19%-ით გაიზარდა  და ჯამში 5 822 835 ვიზიტორი შემოვიდა.

სექტემბერში ყველაზე მეტი (157 318) ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა. მეორე ადგილზე აზერბაიჯანია 151 305 ვიზიტორით, ხოლო მესამეზე სომხეთია 146 229 ვიზიტორით. მეოთხე ადგილს თურქეთი იკავებს 119 867 ვიზიტორით.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2017: სექტემბერი

2016: სექტემბერი

ცვლილება %

რუსეთი

157,318

119,155

32%

აზერბაიჯანი

151,305

130,870

16%

სომხეთი

146,229

130,815

12%

თურქეთი

119,867

108,453

11%

ირანი

52,063

28,922

80%

უკრაინა

20,817

20,782

0%

ისრაელი

15,422

13,664

13%

პოლონეთი

8,770

7,029

25%

გერმანია

7,177

5,506

30%

საუდის არაბეთი

6,953

3,677

89%

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.