შენი „ცხოვრების სტილი“ SOLO-ში

შენი „ცხოვრების სტილი“ SOLO-ში

ნათია სახანბერიძე ინტერიერის დიზაინერია, აქვს საკუთარი კომპანია და მთელი დღე საყვარელი საქმითაა დაკავებულია, ქმნის დიზაინებს, მუშაობს მოქნილი გრაფიკით, რის შედეგადაც დილაობით ვარჯიშსაც ახერხებს, საღამოობით კი ძაღლთან ერთად სეირნობს. ნათიას ჰობია მოგზაურობა, მოგზაურობს კიდეც. ასევე, დაინტერესებულია სპორტით და კულტურით, ჰყავს ოჯახი და ცდილობს ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსებას და ჰარმონიზებას. მისთვის მნიშვნელოვანია განათლების სფერო. ფიქრობს, რომ ქვეყანაში განათლებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. თავადაც ესწრება საგანმანათლებლო შეხვედრებს, ასევე კულტურულ საღამოებს. უყვარს სოციალიზაცია.

სოფო მუსერიძე მარკეტერი და გამომცემელია. მისი ყოველდღიურობა მრავალფეროვანია. ოჯახი, სამსახური, ჰობი, ჯანმრთელობა – ყველაფრისთვის ცდილობს დროის დათმობას. დილას შვილების სკოლასა და ბაღში გამგზავრებით იწყებს, შემდეგ ვარჯიშობს, დროს უთმობს მედიტაციასა და იოგასაც. შემდეგ კი იწყებს მუშაობს. მუშაობს რამდენიმე ადგილას  მარკეტერად, ასევე აქვს თავისი გამომცემლობა, სადაც ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ წიგნებს გამოსცემს. ასევე ჩართულია სხვა არაერთ პროექტში. დღის მეორე ნახევარში ისევ შვილების დრო მოდის. სახლში ბრუნდება მათთან ერთად, მათთან ერთად ვახშმობს, თამაშობს და ბავშვების დაძინების შემდეგ ისევ საკუთარ თავს უბრუნდება. კითხვა, ფილმები, დასვენება – მისი საღამოს რუტინაა. გარდა ამისა, სოფო სწავლობს ფრანგულს და მოტოციკლის ტარებასაც. გატაცებულია ფოტოგრაფიითა და ხელოვნებით.

სოფო მუსერიძე

ნათიას და სოფოს ინტერესები, ცხოვრების სტილი და საჭიროებები განსხვავებულია. თუმცა მათ ერთი საერთო ერთი რამ აერთიანებთ – ეს „საქართველოს ბანკია“. ისინი უკვე მრავალი წელია, აქტიურად იყენებენ ბანკის შეთავაზებებს და ამბობენ, რომ ეს მათ საქმეების მოგვარებაში ეხმარება და ცხოვრებას არა მხოლოდ უმარტივებს, არამედ უმრავალფეროვნებს კიდეც.

თანამედროვე მსოფლიოში საბანკო სფერო, ისევე როგორც სხვა სექტორები, ტექნოლოგიების განვითარების წყალობით საგრძნობ ტრანსფორმაციას განიცდის. ბანკის როლი ფინანსური გადარიცხვებისა და ფულთან დაკავშირებული ოპერაციების უზრუნველყოფას განვითარებულ სამყაროში უკვე კარგა ხანია, გასცდა. წარმატებული და მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებას ცდილობენ, რაც ამართლებს, ვინაიდან ბანკი თითოეული ადამიანის ყოველდღიურობაა – პირდაპირ თუ ირიბად.

ნათია და სოფო Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობენ, რომ, მათი განცდით, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილებები ინდივიდუალური მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებზეა მორგებული. ეს ბანკის გუნდმა არაერთი პროდუქტის შეთავაზებითაც დაამტკიცა, თუმცა მათი დევიზია „არ გაჩერდე“ და ისინი მართლაც არ ჩერდებიან: ბოლო სიახლე, რასაც „საქართველოს ბანკი“ SOLO-ს მომხმარებელს პერსონიფიცირებულად სთავაზობს, ახალი ფუნქციონალი Lifestyle Chooser-ია, რომელიც მომხმარებელს მობილ ბანკში დახვდება. მისი დახმარებით, ერთ სივრცეში ყველა Lifestyle (არასაბანკო) შეთავაზების ნახვაა შესაძლებელი.

„იმისათვის, რომ მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო პერსონიფიცირებული და მათი ცხოვრების სტილზე მორგებული გაგვეხადა, SOLO-ს მომხმარებლისთვის მობილ ბანკში Lifestyle Chooser-ი ჩავაშენეთ. აღნიშნული ფუნქციონალის უკან მანქანური დასწავლის ალგორითმები დგას, რომლებიც მომხმარებელს მისი ავთენტური სურვილების შესაბამის, პერსონიფიცირებულ სიახლეებს სთავაზობს“    – განმარტავს „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე.

ნათია სახანბერიძე

ახალი ფუნქციონალი რვა მთავარ კატეგორიას აერთიანებს, რომლებიც  ბანკის მომხმარებლების თითქმის ყველა ინტერესის სფეროს მოიცავს. ესენია: გართობა და კულტურა; სპორტი და ჯანმრთელობა; შოპინგი და მოდა; დასვენება და მოგზაურობა; სახლი და ოჯახი; განათლება; ავტომობილები და გასტრონომია. კრეატიული გუნდი დარწმუნებულია, რომ Lifestyle Chooser-ი მომხმარებელს მისთვის კიდევ უფრო მეტი საინტერესო სიახლის აღმოჩენაში დაეხმარება.

ნათია Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რომ მისთვის სასურველი იქნებოდა სიახლეები და შეთავაზებები სპორტის, ჯანმრთელობის, განათლების მიმართულებით. „ხშირად ვესწრები კულტურულ ღონისძიებებს, ასევე დაინტერესებული ვარ სპორტით. ამიტომ დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ სფეროებთან დაკავშირებით შეთავაზებებს“, – ამბობს „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი.

„დამატებითი ზრუნვა ყოველთვის სასიამოვნოა. ასე უფრო ვუახლოვდები ბანკს, მასთან კავშირს ვგრძნობ, ჩემს ინტერესებსაც თუ ერგება, მისასალმებელია“, – გვეუბნება სოფო.

ნათიასთვის, სოფოსთვის და კიდევ ათასობით მომხმარებლისთვის SOLO-მ სპეციალურად არომატებიც შექმნა. ბანკმა სააგენტო JWT მეტროსთან ერთად იმუშავა და Lifestyle Chooser-ისთვის რვა მთავარი კატეგორიის შესაბამისი გემოსა და არომატის მიხედვით შოკოლადების კონცეფციაც შეიმუშავა.

მათი დაგემოვნება ჭავჭავაძის №29-ში, SOLO ლაუნჯშია შესაძლებელი. პარალელურად კი SOLO-ს მომხმარებელს შეუძლია, Lifestyle Chooser-იდან სასურველი კატეგორიები ამოირჩიოს. ამისთვის ორი საფეხურის გავლა მოუწევს, კერძოდ, მან უნდა შეავსოს კითხვარი, რომელიც მოიცავს რვა კატეგორიასა და 50-მდე ქვეკატეგორიას. შედეგად კი მობილ ბანკში შეთავაზებების გვერდზე კონკრეტულად მასზე მორგებული, ყველაზე რელევანტური შეთავაზებები გამოუჩნდება. ახალი ფუნქციონალით SOLO-ს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველთვიურად 300-მდე სხვადასხვა მიმართულების შეთავაზებით ისარგებლონ და პარტნიორი კომპანიებისგან ექსკლუზიური ბენეფიტები მიიღონ.  ნათია და სოფო, რომელთაც სასურველი კატეგორიები უკვე შერჩეული აქვთ, შეთავაზებებს მოუთმენლად ელოდებიან.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *