შუხმანის ღვინოების მორიგი აღიარება საერთაშორისო დონეზე

შუხმანის ღვინოების მორიგი აღიარება საერთაშორისო დონეზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და გერმანული მარკეტინგული კომპანია ff.k Public Relations-ის ორგანიზებით, ღვინის სფეროში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა გერმანულმა მედიაჰოლდინგმა Meininger-მა საუკეთესო ქართული ღვინოების შესარჩევად კონკურსი-დეგუსტაცია გამართა.

კონკურსში ქართული ღვინის მწარმოებელი 83 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური მეთოდით დაყენებული საფერავის 152 ღვინო მონაწილეობდა, საიდანაც 55 საუკეთესო შეირჩა, მათგან კი 100-ქულიანი შეფასების სისტემით უმაღლესი ქულა – 93 – მხოლოდ ოთხმა ღვინომ მიიღო, ერთ-ერთი სწორედ შუხმანის საიუბილეო ღვინოა (Schuchmann Jubilee wine).

92 ქულა კი რვა ღვინომ, სადაც ვინოტერას საფერავი (Vinoterra Saperavi) ამაყად იკავებს ადგილს.

შერჩეულ ღვინოებზე სტატია უკვე დაიბეჭდა Meininger-ის ჟურნალის, Weinwirtschaft“-ის ივნისის ნომერში. მედიაჰოლდინგის კიდევ ერთ ჟურნალში – Sommelier-ში სტატია სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდება.

კონკურსი-დეგუსტაცია გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში გაიმართა. მისი მიზანი საქართველოდან წარდგენილ ღვინოებს შორის საუკეთესოების შერჩევა და გერმანიის ბაზარზე პოპულარიზაცია იყო.

საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ღვინის ექსპერტები და WSET სერტიფიკატის მფლობელი სომელიეები, სულ 20 წევრი შედიოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქართულმა მეღვინეობამ მოიპოვოს სატიტულო ადგილები საერთაშორისო არენაზე და დაიმკვიდროს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ამავდროულად ხარისხიანი ღვინის მწარმოებელი ქვეყნის სტატუსი. “შუხმან ვაინს ჯორჯიას” მიზანიც  სწორედ ეს გახლავთ, რომ ვაწარმოოთ ხარისხი და არა რაოდენობა“, – განუცხადა Forbes Georgia-ს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.