„სილიკონ ველის“ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ - გერმანია

„სილიკონ ველის“ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ - გერმანია

“სილიკონ ველის“ ტექნოლოგიურ კომპანიებს დიდი ალბათობით გლობალური ციფრული გადასახადის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ გერმანიის მინისტრმა ოლაფ შოლცმა CNBC-ის განუცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ შეთანხმებას ციფრულ გადასახადთან დაკავშირებით ზაფხულამდე მიაღწევენ. ამის ვარაუდის საფუძველს მას თეთრი სახლის ადმინისტრაციის ცვლილება აძლევს.

“დიდი ალბათობით ჩვენ მივაღწევთ წარმატებას ამ საკითხის მოგვარებაში. აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მაცნობა, რომ მათ ესმით, რომ საჭიროა ამ შეთანხმების მიღწევა ციფრულ სექტორში და ისინი ჩვენთან ერთად იმუშავებენ გამოსავლის გზებზე, რაც ვფიქრობ, უკვე დიდი წარმატებაა“, – განაცხადა შოლცმა.

ამ განცხადების გაკეთებამდე, გერმანიის ფინანსთა მინისტრი აშშ-ის სახაზინო მდივანს ჯანეტ იელენს ესაუბრა.

ცნობისთვის, იელენმა გასულ კვირას სენატში მოსმენაზე, მხარი დაუჭირა ახალი გლობალური გადასახადის დაწესებას ტექნოლოგიური გიგანტებისთვის. მან ასევე პირობა დადო, რომ აშშ აქტიურად მიღებს მონაწილებას OECD-ის ქვეყნებთან მოლაპარაკებების პროცესში. მაშინ როდესაც თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციამ ეს მოლაპარაკებები შეაჩერა. OECD-ის გლობალურ ციფრულ გადასახადთან დაკავშირებით საერთაშორისო შეთანხმების მიღწევა სურს.

პარალელურად, OECD-ისგან დამოუკიდებლად, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ უკვე დააწესა ციფრული გადასახადი, მათ შორისაა ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. ეს უკანასკნელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უკვე მოსთხოვა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტებს ციფრული გადასახადის გადახდა. დანარჩენი ორი ქვეყანა კი ისევ OECD-ის მოლაპარაკებების შედეგებს ელოდება. თუ OECD-ი ვერ შეძლებს ამ საკითხის გადაჭრას, მაშინ ევროკომისიაში, რომელიც ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოა, ევროპის მასშტაბით ციფრული გადასახადის დაწესებას განიხილავენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *