„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს

„სილქ ჰოსფითალითის“ ახალი კომერციული დირექტორი ჰყავს. ამიერიდან სასტუმროების კომერციულ მიმართულებას, რომელიც გაყიდვების, მარკეტინგისა და შემოსავლების დეპარტამენტებსა და ლოიალობის პროგრამას აერთიანებს, კენტ კუპერი უხელმძღვანელებს. სტუმარმასპინძლობისა და გართობის ინდუსტრიაში 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, კენტ კუპერი მზადაა, თავისი ცოდნა და გამოცდილება „სილქ ჰოსფითალითის“ მოახმაროს.

კენტ კუპერის მოგზაურობა სტუმარმასპინძლობის სფეროში საოპერაციო, სარესტორნო და გაყიდვების პოზიციებით დაიწყო ისეთ სასტუმროებში, როგორებიცაა: Hyatt, Hilton და Fairmont Hotels. ახლო აღმოსავლეთში გადასვლისას, მან წამყვანი როლი ითამაშა The Fairmont Dubai-ის გახსნაში, რომელიც იყო Fairmont-ის პირველი სასტუმრო ჩრდილოეთ ამერიკის საზღვრებს გარეთ. კენტის კარიერა ბრენდთან ერთად გაიზარდა: მან გახსნა 19 სასტუმრო MEAI რეგიონში (ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა, ინდოეთი) FRHI ჯგუფისთვის (Fairmont, Raffles, Swissotel), როგორც რეგიონის გაყიდვებისა და მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა.

კენტის შემოქმედება უკავშირდება კომერციული ოპერაციების მაქსიმიზაციას სტუმარმასპინძლობისა და გართობის სექტორის როგორც ახალი, ისე უკვე არსებული ობიექტებისთვის. 19 სასტუმროსთან ერთად, კენტმა ასევე გახსნა La Perle (Dragone)- დუბაის ვეგასის სტილის აკვა-შოუ და დუბაის უახლესი საკულტო ღირსშესანიშნაობა – მომავლის მუზეუმი (The Museum of The Future).

კომერციული დირექტორის პოზიციით, კენტ კუპერი სათავეში ჩაუდგება „სილქ ჰოსფითალითის“ კომერციულ მიმართულებას, რათა გაზარდოს კომპანია და მისი ხილვადობა ბაზარზე როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ასევე კომპანიის ახალი ლოიალობის აპლიკაციის – Silk Rewards-ის მართვას, რომელიც პირველი ქართული ლოიალობის პროგრამაა სტუმარმასპინძლობის სფეროში.

„მოხარული ვარ, რომ ვხდები „სილქ ჰოსფითალითის“ წევრი და ვუერთდები ასეთ გამოცდილ გუნდს კომპანიისა და საქართველოს მნიშვნელოვნად ზრდის პერიოდში.“ – კენტ კუპერი.

 

სილქ ჰოსფითალითის შესახებ:

„სილქ ჰოსფითალითი“ სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი კომპანიაა საქართველოში, რომელიც აერთიანებს 20-მდე ობიექტს, მათ შორის, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბრენდების ოთხ სასტუმროს თბილისში, ბათუმსა და კახეთში. კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებაში საქართველოსა და რეგიონში.

„სილქ ჰოსფითალითის გუნდში მოხარულებით ვართ, რომ კენტ კუპერბრენდისთვის მნიშვნელოვან პერიოდში შემოგვიერთდა- იმ დროს, როდესაც ბევრ ახალ, დიდ პროექტზე ვიწყებთ მუშაობას. ამიერიდან კომპანიის ყველა პროექტის კომერციულ ზრდაზე სწორედ კენტი იზრუნებს.იორდი ქუითი – სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი. S