18 იანვარს, თბილისში, დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონის მეორე დღე დასრულდა. ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი 100-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, საბოლოოდ კი 15 გუნდი 80 მონაწილისგან დაკომპლექტდა.
3-დღიანი ჰაკათონის პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების ჩამოყალიბებასა და განვითარებას დაეთმო. დამსწრეები და მონაწილეები გაეცნენ ფორმატს, წესებსა და განრიგს.
პირველ დღეს გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის სპიკერებიც იყვნენ აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფის წარმომადგენლები, მოძრაობების დამფუძნებლები და DemTech პროდუქტების ავტორები, რომლებმაც ყურადღება გაამახვილეს სამოქალაქო აქტივიზმის, დემოკრატიის გამოწვევებზე და ტექნოლოგიების, ინდივიდუალური ძალისხმევის როლზე.
აუდიტორიის ჩართულობით დისკუსიას უძღვებოდნენ:
- დოდი ხარხელი – მოდერატორი – ციფრული კომუნიკაციის სპეციალისტი;
- მაშო ლომაშვილი – Skhivi.com-ის თანადამფუძნებელი;
- ანა ტოკლიკიშვილი – Vinivici-ის თანადამფუძნებელი, DemTech მეწარმეთა პროგრამის ალუმნი;
- საბა ჯაჯანიძე – სინათლის მოძრაობის თანადამფუძნებელი;
- ილია ღლონტი – „დაიტოვეს“ თანადამფუძნებელი.
ჰაკათონის მეორე დღეს აქტუალური სამოქალაქო გამოწვევების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს სპიკერებმა:
- ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი;
- შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი.
ამავდროულად, გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში დაეხმარნენ მენტორები:
- სალომე ჯოჯუა – 4S-ის დამფუძნებელი პარტნიორი და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
- ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
- ლალუ პატარაია – Start – Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
- ნიკა აბრამიშვილი – Data Center Solutions-ის საოპერაციო დირექტორი;
- ბექა დალაქიშვილი – ტექ-ანტრეპრენიორი;
- გიგა მირზიკაშვილი – Optio.Ai-ის თანადამფუძნებელი;
- ელენე ბიბილეიშვილი – Hapttic-ის და Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
- ირაკლი მირზიკაშვილი – Ekimo Tech-ის აღმასრულებელი დირექტორი;
- გიორგი ხაჩიძე – KLIPY-ის საოპერაციო დირექტორი;
- გიორგი სიმონგულაშვილი – GEC Consulting-ისა და Axel-ის პარტნიორი;
- გური ქოიავა – Forbes Georgia-ს გუნდის წევრი, Axel-ის და Startup Büro-ს თანადამფუძნებელი;
- ჯაბა კიკვიძე – Global Sakartvelo-ს პრეზიდენტი და Axel-ის ანგელოზი ინვესტორი.
ცნობისთვის, DemTech ჰაკათონი მიზნად ისახავს ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირებას დემოკრატიული მოძრაობების მხარდასაჭერად. ღონისძიება შექმნილია იმისთვის, რომ იდენტიფიცირდეს დემოკრატიის გამოწვევები, მოიძებნოს მათი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, რაც საზოგადოებას სამოქალაქო თავისუფლების დაცვასა და გაძლიერებაში დაეხმარება.
გუნდები გამოცდილ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად ინტენსიურად იმუშავებენ და პროდუქტის საბოლოო პროტოტიპს, პრეზენტაციასთან ერთად, 19 იანვარს, 18:30 საათზე, დემო დღეზე, დამოუკიდებელი ჟიურის წინაშე წარადგენენ.
დემოკრატიული ტექნოლოგიების ჰაკათონი იმართება Startup Büro-ს, UNDER 30 • Forbes Georgia-ს, Axel-ისა და Impact Hub Tbilisi-ის პარტნიორობით. ღონისძიებას მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტი და პუბლიკა.
თარიღი: 17-18-19 იანვარი, 2025
ლოკაცია: კავკასიის უნივერსიტეტი და პუბლიკა (დემო დღე)
განრიგი: ბმული
19 იანვარს, დემო დღეზე საუკეთესო გადაწყვეტების ავტორებს გამოავლენს პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი:
- გიორგი აბრამიშვილი – აქსელის წევრი ინვესტორი და Energy Solutions, Trading Solutions, Data Centers Solutions-ის მმართველი პარტნიორი;
- ალექს ამირეჯიბი – Tbilisi Information Collective-ის ML ინჟინერი;
- ნატო ჩაკვეტაძე – EU4Innovation East – Expertise France-ის ეროვნული კოორდინატორი;
- შოთა დიღმელაშვილი – Forbes Georgia-ის მთავარი რედაქტორი;
- ანუკი რობაქიძე – Theneo-ს დამფუძნებელი;
- ანი ახალკაცი – სამოქალაქო ჩართულობის ექსპერტი;
- მიხეილ ჯანელიძე – Axel-ის წევრი და ანგელოზი ინვესტორი.
თითოეული პარტნიორი, რჩეულ გუნდებს გადასცემს გრძელვადიან პრიზებს და იდეების განხორციელებისა და იმპლემენტაციისთვის მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტებს:
- Startup Büro: სტარტაპ ბიურო წლის განმავლობაში გამარჯვებულ გუნდებს მისცემს ხილვადობას სხვადასხვა პლატფორმის ფარგლებში;
- აქსელი – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, პარტნიორებთან ერთად შექმნის ჰაკათონის შედეგების იმპლემენტაციისთვის სატრენინგო პროგრამას, რომელშიც რჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. მათთან იმუშავებენ აქსელის წევრი ანგელოზი ინვესტორები, რათა დაეხმარონ სწორი ბიზნეს მოდელების შექმნასა და პროდუქტის ბაზარზე დანერგვაში.
პროგრამის დასასრულს, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, მოიზიდონ ინვესტორებისგან ფინანსური მხარდაჭერაც. აქსელის რჩეულ გუნდებს ჟიური გამოაცხადებს და მათ იანვრის ბოლომდე დაუკავშირდება ქსელის გუნდი დამატებითი ინფორმაციით; - Impact Hub Tbilisi: ჰაკათონის გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა 1 თვიანი ულიმიტო საწევრო Impact Hub Tbilisi-ში;
- Forbes: რჩეული იდეისა და გუნდის წევრების შესახებ ვრცელი სტატია ჟურნალში და ტექ გადაწყვეტილების შემქმნელთა ნომინირება Forbes-ის under 30 სიაში, სოციალური ზეგავლენის კატეგორიაში.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: Forbes Under 30, კავკასიის უნივერსიტეტი, პუბლიკა, Loialte, Contractor, GEC Consulting.