სამუშაო ადგილზე გენდერული განსხვავებებისადმი დიდი ყურადღების მიუხედავად, ამერიკაში ქალი ექიმებისა და მამაკაცების ხელფასებს შორის სხვაობა ისევ შესამჩნევია. კვლევამ დაადგინა, რომ ქალი ექიმები ყველა აკადემიურ რანგში, დაახლოებით 10%-ით ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ, ვიდრე მათი საპირისპირო სქესის კოლეგები.
ეს განსხვავებები განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, იმის გათვალისწინებით, რომ ქალი ექიმები ზოგიერთ დარგში არაფრით ჩამოუვარდებიან მამაკაც ექიმებს და მეტიც, უკეთესებიც კი არიან.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალ ექიმებს მნიშვნელოვნად ნაკლები პაციენტების სიკვდილიანობა და რეჰოსპიტალიზაცია უფიქსირდებათ. ძნელი მისახვედრია, თუ რა გაანგარიშებით უხდის ჯანდაცვის ორგანიზაცია ქალებს ნაკლებ ხელფასს.
ამ შეუსაბამობის აღმოფხვრა რთულია, მაგრამ მიღწევადი, თუკი გენდერული თანასწორობის პირობებს მკვლევარებიც და დამქირავებლებიც თანაბრად დაიცავენ.
წყარო: Harvard Business Review.