სომხეთი სახელმწიფო ავიახაზების აღდგენას გეგმავს

სომხეთი სახელმწიფო ავიახაზების აღდგენას გეგმავს

სომხეთის მთავრობა სახელმწიფო ავიახაზების აღდგენას გეგმავს. აღსანიშნავია, სომხეთს ნაციონალური ავიახაზები მას შემდგომ არ ჰქონია, რაც 2013 წელს მისი ბოლო ერთეულიც გაკოტრდა.

პრეზიდენტმა სარქისიანმა და სომხეთის ავიაციის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Air Arabia-სთან  სომხეთის სახელმწიფო ავიახაზების დაარსების შესახებ.

არმენ სარქისიანის განცხადებით, ამ ეტაპზე სომხეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ისინი აფასებენ მეგობრების თანადგომასა და დახმარებას, განსაკუთრებულად კი მათი, ვინ ამ პროექტის და ახალი კოოპერაციის განხორციელებაში მათთან ერთადაა ჩართული.

14 ივლისს შეთანხმება სახელმწიფო ავიაკომპანიის დაარსების შესახებ სომხეთის ეროვნული ინტერესების ფონდსა და გაერთიანებული საამიროების დაბალხარჯიან ავიაკომპანია Air Arabia-ს შორის დაიდო. ახალი ავიაკომპანია სომხეთის “ზვართნოცის” საერთაშორისო აეროპორტის ბაზაზე დაარსდება.

გეგმის თანახმად, ეროვნულმა ავიახაზებმა ფრენა 2022 წლიდან უნდა დაიწყონ, თუმცა მიმართულებები ჯერჯერობით უცნობია. ასევე ამ ეტაპზე არ დადასტურებულა აეროპორტის სახელწოდება. მთავრობის განცხადებით, სახელწოდების თაობაზე ისინი  მოსახლეობას მეილის საშუალებით შემოთავაზებების გაკეთების საშუალებას მისცემენ.

სომხეთის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაბალხარჯიანი აეროპორტის დაარსება სომხეთის საჰაერო სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია. ამას გარდა, ახალი პროექტი პანდემიის შემდგომ ეკონომიკის აღდგენისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ერთ-ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩითვალოს.

აღსანიშნავია, რომ თითქმის 10 წლის განმავლობაში სომხეთს სახელმწიფო ავიახაზები აღარ ჰქონია, რაც, ბევრის აზრით, აუცილებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ კოჩარიანის განცხადებით, ომმა ქვეყანას  სახელმწიფო ავიახაზების არსებობის აუცილებლობა დაანახვა, მისი მმართველობის პერიოდში კი მხოლოდ ევროპის მიმართულებით ყოველდღიურად შვიდი ფრენა სრულდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ივნისში ევროკავშირმა სომხეთის შვიდი კერძო თვითმფრინავი შავ სიაში შეიყვანა. ორგანიზაციის განცხადებით, ისინი საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდნენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *