სომხეთის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურმა 2020 წლის 1000 მსხვილი გადამხდელის სია გამოაქვყენა და ასევე ჯამური თანხა, რაც მათ გადასახადის სახით გასული წლის განმავლობაში გადაიხადეს.
როგორც ადგილობრივი მედია Armenpress-ი წერს, სიის სათავეში Grand Tobacco-ა, რომელმაც 2020 წელს $97,737,504.13 გადაიხადა. მეორე ადგილას კი Gazprom Armenia-ა ჯამში $ 87,857,051.30 ოდენობის გადასახადით. მათ მოჰყვებათ Zangezur Copper-ი და Molybdenum Combine. ეს უკანასკნელი სამთო მრეწველობის ინდუსტრიაში წამყვანი კომპანიაა.
ათეულში ასევე შედის კიდევ ერთი სამთო მრეწველობის კომპანია Geopromining Gold – US$ 44,401,920.83 ოდენობის თანხით, მას მოჰყვება თამბაქოს მწარმოებელი International Masis Tabak – US$ 36,251,866.88-ით.