Sony სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის თამაშების შექმნას იწყებს

Sony სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის თამაშების შექმნას იწყებს

Sony აყალიბებს ახალ განყოფილებას – ForwardWorks Corp-ს, რომელიც შექმნის თამაშებს სმარტფონებისთვის და პლანშეტებისთვის.

ForwardWorks გამოიყენებს PlayStation-ის  ინტელექტუალურ საკუთრებას, თამაშების პერსონაჟებს, პროგრამულ უზრუნველყოფას და ასევე იმ გამოცდილებას, რომელიც თამაშების შექმნის მიმართულებით PlayStation-ს წლების განმავლობაში დაუგროვდა. მობილურისთვის განკუთვნილი ახალი  აპლიკაციები მნიშვნელოვანი ფაქტორია ინდუსტრიის განვითარებისთვის, ამის გამო Sony-ს სურს, სმარტფონების მომხმარებლები საკუთარ პროდუქციაზე მიაბას, განსაკუთრებით კი აზიურ ბაზარზე და სრულად გამოიყენოს PlayStation-ის 36-მილიონიანი მომხმარებელთა ბაზა.