სტრიმინგის გიგანტებმა ფრანგული კონტენტის მისაღებად $330-მილიონიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სტრიმინგის გიგანტებმა ფრანგული კონტენტის მისაღებად $330-მილიონიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

მსოფლიოს წამყვანმა სტრიმინგსერვისებმა, Netflix-მა, Amazon-მა, Disney+-მა და Apple TV+-მა ნანატრი ხელშეკრულება გააფორმეს საფრანგეთის რადიოსა და ტელევიზიის მარეგულირებელ CSA-თან, რომლის თანახმადაც, ფრანგულ პროგრამირებაში ჯგუფი წელიწადში $330 მილიონამდე ინვესტირებას განახორციელებს.

ახალი შეთანხმება წლის დასაწყისში მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ გეგმას ემთხვევა, რომელიც ითხოვს, სტრიმინგის სერვისებმა საფრანგეთში მიღებული შემოსავლის 20-25%-ის ინვესტირება ადგილობრივ კონტენტში განახორციელონ. მთავრობის გეგმა ევროკომისიის აუდიოვიზუალური მედიასერვისების  დირექტივის (AVMSD) ნაწილია, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე არსებული ორგანიზაციებისთვის თანაბარი პირობების შექმნას ისახავს მიზნად.

საფრანგეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც AVMSD-ის რეგულაციები შემოიღო. CSA-ის განცხადებით, აქამდე მხოლოდ ქვეყანაში არსებულ კომპანიებს მოეთხოვებოდათ ადგილობრივი კონტენტის დაფინანსება, თუმცა, ახალი რეგულაციებით, კინო- და სატელევიზიო მულტინაციონალურ კომპანიებსაც მოუწევთ საკუთარ თავზე მსგავსი ვალდებულების აღება. ვარაუდობენ, რომ შეთანხმებას დამატებით ხუთი სხვა სტრიმინგსერვისი  წლის ბოლომდე შეუერთდება.

ინვესტირებული 20%-დან, უმსხვილესი ნაწილი, 80% გამოიყოფა აუდიოვიზუალური კონტენტისთვის, როგორიცაა ფილმები, შოუები, რომელთა პრემიერა შესაბამის პლატფორმებზე მოხდება. დანარჩენი 20%-ით კი კინოთეატრებში გაშვებული ფილმები დაფინანსდება. არსებული წესდებით, Netflix-სა და Amazon-ს, კინოთეატრებში გამოსვლიდან 36 თვის განმავლობაში თავიანთ პლატფორმაზე ფილმების დამატება არ შეუძლიათ. Netflix-ს ვადის შემცირება 12 თვემდე სურს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *