გამოცემა Sun-ის მფლობელმა გასულ წელს 68 მლნ ფუნტი დაკარგა, ამის მიზეზი გაყიდვების შემცირებაა. ასევე გამოცემა სატელეფონო სკანდალში გაეხვა. შედეგად მიუხედავად იმისა, რომ Sun-ი ბრიტანეთის ყველაზე მაღალშემოსავლიან გაზეთად რჩება, გამოცემის ყოველდღიური გაყიდვები 8%-ით შემცირდა და გასულ წელს ივლისის მონაცემებით, 1,38 მლნ შეადგინა.
ამასთან, Sun-მა საშუალოდ კვირაში 1,16 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა, რაც 111 000-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებთან შედარებით.
BBC-ის ცნობით, როგორც გამოცემის მფლობელმა News Group Newspapers-მა განაცხადა, კომპანიას სატელეფონო ჰაკერული სკანდალი 26,7 მლნ ფუნტი დაუჯდა. ამის საპირისპიროდ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთების გაყიდვა მცირდება, იზრდება Sun-ის ვებგევრდზე ვიზიტორთა რაოდენობა. მათივე ცნობით, თვეში დიდ ბრიტანეთში გამოცემის ვებგვერდს 32,8 მილიონი ზრდასრული სტუმრობს, რაც 3,6 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით.
წყარო: BBC