SVB-ი საკუთარი საინვესტიციო საბანკო მიმართულების გაყიდვას დათანხმდა

SVB-ი საკუთარი საინვესტიციო საბანკო მიმართულების გაყიდვას დათანხმდა

SVB Financial Group-ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაკოტრებული ბანკი საკუთარი საინვესტიციო საბანკო მიმართულების გაყიდვისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს. SVB-ის საინვესტიციო საბანკო მიმართულების შესყიდვით The Baupost Group-ია დაინტერესებული.

SVB-ის განცხადებით, ზემოთ აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, ბანკის საინვესტიციო საბანკო მიმართულებას ამავე დანაყოფის აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ლირინკი შეისყიდის. SVB-ის განმარტებით, მყიდველები ბანკს სთავაზობენ ნაღდი ფულის, კომპანიათაშორისი ობლიგაციების დაფარვისა და 5%-იანი სააქციო ინსტრუმენტის კომბინაციას.

გაკოტრებული SVB-ის ყველა სესხი და დეპოზიტი მარტში First Citizens BancShares-მა შეისყიდა. რაც შეეხება SVB-ის სხვა მიმართულებებს, SVB Capital-ის, აქტივებისა თუ ინვესტიციების შეფასება ჯერ კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, ამერიკული ბანკი SVB მარტში გაკოტრდა, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომხმარებლებმა საკუთარი აქტივები პატარა ბანკებიდან უფრო დიდ ინსტიტუტებში გადაიტანეს. სწორედ SVB-ის გაკოტრების შედეგია შვეიცარიული Credit Suisse-ის მიერ გაკოტრების გამოცხადება და მისი UBS-ის მიერ შესყიდვაც.