Swatch-ი აცხადებს, რომ ახალი ლოქდაუნები გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაში ხელს შეუშლის

Swatch-ი აცხადებს, რომ ახალი ლოქდაუნები გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაში ხელს შეუშლის

Swatch-ი აცხადებს, რომ ევროპაში ახალი ლოქდაუნები კომპანიას 2021 წლის გაყიდვების სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაში ხელს შეუშლის.

ევროპის მასშტაბით ახალი კოვიდ-შეზღუდვების დაწესება კვლავ შეაფერხებს ტურიზმის სექტორის ამუშავებას, რაც მათ გაყიდვებზე უარყოფითად აისახება.

მსოფლიოს საათების უმსხვილესი მწარმოებელის მიზანს წლის ბოლომდე 2019 წლის გაყიდვების მაჩვენებელზე დაბრუნება წარმოადგენს. Swatch-ი, რომელიც ძვირად ღირებული ბრენდების Omega-ს, Tissot-ს და Longines-ის მფლობელი კომპანიაა, გასულ წელს ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად ზარალიანი გამოდგა.

2019 წლის შემდეგ, კომპანიის გაყიდვები 32%-ით შემცირდა, ვინაიდან პანდემიის შედეგად მაღაზიები დახურული იყო. თუმცა, მიმდინარე წელს გაყიდვების ზრდა შეინიშნება. ჯერ კიდე 2021 წლის იანვარში Swatch-ს მიეცა იმედი, რომ 2019 წლის მაჩვენებლებს დაუბრუნდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რთული იქნება.

„ევროპის და შვეიცარიის ბაზარი ჩვენზე გავლენას ახდენს. შვეიცარია უდიდესი ბაზარია თავისი ტურისტებით. თუმცა, გამომდინარე იქიდან რომ ყველაფერი დაკეტილია და ტურიზმის სექტორი გაჩერებულია, 2019 წლის რიცხვების დაბრუნდება რთული იქნება“, – განაცხადა Swatch-ის თანადამფუძნებელმა ნიკ ჰაიეკმა.

ცნობისთვის, გასულ წელს ევროპის ბაზარზე Swatch-ის გაყიდვების 24% მოდიოდა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.