ივნისში წლიური ინფლაციის დონე 4.9% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით 0.4%–ით შემცირებული მაჩვენებელია.
მიუხედავად ივნისში ინფლაციის ტემპის შემცირებისა TBC პროგნოზირებს, რომ გაუფასურებული ლარი გავლენას იქონიებს ინფლაციის მაჩვენებელზე ზრდის მიმართულებით.
“მომავალ თვეებში ინფლაციის დონის ზრდას ველოდებით. ინფლაციის ისეთ კომპონენტებზე, როგორიც მაგალითად საკვებისა და ტრანსპორტის ფასებია, პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე ინფლაციის დონე 5%–მდე გაიზრდება”, – განმარტავენ TBC-ში.
ამასთან ბანკში აღნიშნავენ, რომ თუკი ლარის კურსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება არსებულ მაჩვენებელზე და არ გამყარდება, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნება და მათ პროგნოზსაც გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -1.0 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.