მარია ლუიზა კიკონიანი და ცირა კემულარია TBC-ის დამოუკიდებელ არააღმასრულებელ დირექტორებად დაინიშნენ. ამასთან, ორივე მათგანი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა.
მარია ლუიზა კიკონიანის გამოცდილება აქვს სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის, მათ შორის – Merrill Lynch-ში, Azimut-ში, Mediobanca-ში და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში.
ამასთან, ბანკის სამეთვალყურეო საბჭო დატოვეს სტეფანო მარსალიამ და სტეფან ვილკემ.
“მოხარულები ვართ ჩვენ გუნდში ვიხილოთ ახალი წევრები. მათი გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ჩვენს გუნდს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.