Tesla-მ ევროპაში Model S-ის მოდელის ავტომობილებზე ფასი გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ელექტრომწარმოებელი კომპანიის ვებგვერდზე განთავსდა.
გერმანიაში მაგალითად Model S-ის ღირებულება უკვე 81 990 ევრო გახდა, გასულ წელს კი მისი ფასი 76 990 ევრო იყო. Tesla-მ ფასი გაზარდა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც დაახლოებით 5000 ევროთი, ესპანეთში კი Model S-ი 2000 ევროთი გაძვირდა.
შედარებისთვის, აშშ-ში Model S-ი $67 920 დოლარი ღირს.
გავრცელებული ცნობით, გაძვირდა Model X-ის და Model 3-ის მოდელის ელექტრომობილებიც.
შეგახსენებთ, გუშინ Tesla-ს აქციები 3%-ით კიდევ გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 16 ნოემბრის შემდეგ ელექტრომწარმოებლის აქციების ზრდამ 40%-ს მიაღწია. Tesla-ს აქციებმა ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ ის დეკემბრიდან S&P 500-ს შეუერთდება.
მთლიანად 2020 წლის განმავლობაში Tesla-ს საბაზრო ღირებულება 400%-ითაა გაზრდილი და $500 მილიარდს აჭარბებს. შედეგად ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ელექტრომწარმოებელია.