$2 მილიარდის საიდუმლო - რამ განაპირობა LSE-ზე ყაზახური Kaspi-ს წარმატება, რომელსაც მიხეილ ლომთაძე მართავს?

$2 მილიარდის საიდუმლო - რამ განაპირობა LSE-ზე ყაზახური Kaspi-ს წარმატება, რომელსაც მიხეილ ლომთაძე მართავს?

ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi, რომელსაც ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე მართავს, გასულ თვეს მსოფლიო გამოცემების ჰედლაინებში მოხვდა. ამის მიზეზი მისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო განთავსების (IPO) წარმატება გახდა. კერძოდ, კომპანიის საბაზრო ღირებულებამ $6 მილიარდს მიაღწია. ეს 2020 წელს ლონდონის ბირჟაზე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის IPO-დ დასახელდა.

თუმცა, Kaspi არ არის ტრადიციული ტექნოლოგიური სტარტაპი. კომპანია სამი ადამიანის გარიგების შედეგად შეიქმნა. ორი მთავარი მოთამაშე Kaspi-ში არის მისი თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი მიხეილ ლომთაძე, რომელთა წილი კომპანიაში 25% და 23%-ს შეადგენს და რაც ამჟამად $2-$2 მილიარდის ღირებულებისაა. თუმცა, კომპანია დაკავშირებულია ასევე ყოფილი ინვესტორის, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის გავლენიანი ძმისშვილის კაირატ სატიბალდის სახელთან. სატიბალდი ამბობს, რომ ის Kaspi-ს 2018 წელს ჩამოშორდა. როგორც კომპანიის პრესსპიკერი ამბობს, უმსხვილესი ტრანზაქციის ფარგლებში კიმმა სატიბალდისგან Kaspi-ს წილის შესასყიდად დაახლოებით $390 მილიონი დახარჯა. შემდეგ კი აქციების ნაწილი მან ლომთაძეს გადასცა. შედეგად მიხაილ ლომთაძეს აქციების მოცულობა კომპანიაში 31%-მე ავიდა. 2019 წელს ლომთაძის აქციების წილი 29%-მდე შემცირდა, როგორც ჩანს მან აქციების ნაწილი Goldman Sachs-ს მიჰყიდა. ამჟამინდელი მდგომარეობით კი ქართველი მილიარდერი კომპანიაში 23%-ს ფლობს, რაც დაახლოებით $2.2 მილიარდის ღირებულებისაა.

Forbes-თან განცხადებისას, Kaspi-ს პრესსპიკერმა დაადასტურა 2007 წელს კიმსა და ლომთაძეს შორის შეთანხმება, და დასძინა რომ ლომთაძემ „ააშენა“ კომპანია, თუმცა ის მისი დამაარსებელი არ არის. ლომთაძე ბანკში მივიდა როგორც აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მაშინ კომპანია არ იყო Kaspi-დ გადაკეთებული. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც Baring Vostok-მა კომპანიაში ინვესტიციები ჩადო, იმ დროისთვის აღნიშნული კომპანიის პარტნიორი სწორედ მიხეილ ლომთაძე იყო.

Kaspi-ს პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, თუ რა იყო 2007 წლის გარიგების პირობები, რომელმაც კიმი და ლომთაძე თანაბარ პარტნიორებად აქცია. კომპანიაში ამბობენ, რომ 13 წელი დასჭირდა იმას, რომ კიმს და ლომთაძეს თავიანთი წილების შესახებ შეთანხმების ფორმალიზება მოეხდინათ. რატომ ამდრომდე არა? როგორც თავად ლომთაძე ყაზახურ Forbes-თან საუბარში ამბობს, მასა და კიმს შორის ურთიერთობა „დაფუძნებულია სრულ ნდობაზე“.

როგორ დაიწყო კიმმა და როგორ დაიწყო ლომთაძემ?

კიმს Kaspi-ში აღწერენ როგორც მათემატიკოსს და ფიზიკოსს განათლებით, თუმცა, მეწარმეს მოწოდებით. მისი წარმატება დაიწყო ძირითადად საოჯახო ელექტრონიკის ქსელის Planet Electronics-ის დაარსებით, რომელიც მან 2000-იანი წლების შუა პერიოდში დატოვა. მოგვიანებით ეს კომპანია დაიხურა კიდეც. გარდა ამისა, კიმი სუპერმარკეტების ქსელის Magnum-ის ინვესტორი და საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარეა. 2002 წელს, როდესაც ის 32 წლის იყო, მან იყიდა Kaspiyskiy, რომელიც მაშინ ბანკი იყო. რა დაუჯდა მისი ყიდვა კიმს, უცნობია. „მაშინ ბანკის ყიდვა ერთგვარი ტრენდი იყო. ყველა წარმატებული მეწარმე ყიდულობდა ბანკს და ასე მოვიქეცით ჩვენც“, – განაცხადა გასული წლის ივლისში კიმმა.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, ის Kaspi-ში საჯარო პირს წარმოადგენს, ანუ ადამიანს, რომელიც საზოგადოების წინაშე ჩნდება. ლომთაძემ საქართველოში პირველი ბიზნეს-სკოლა დაამთავრა, 1995 წელს კი გახსნა აუდიტის კომპანია, შემდეგ უკვე ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში ჩააბარა, რომელიც მან 2002 წელს დაასრულა, ანუ იმავე წელს, როდესაც Baring Vostok-ის ამერიკელმა დამფუძნებელმა მაიკლ კალვიმ. „ხელფასი არ მჭირდება. მე მხოლოდ Baring Vostok-ში მუშაობა მინდა“, – უთხრა ლომთაძემ კალვის პირველ შეხვედრაზე. შედეგად ლომთაძე აღნიშნულ კომპანიას შეუერთდა და მისი პარტნიორიც გახდა 2004 წელს.

2006 წელს კი Baring Vostok-მა მაშინდელ ბანკ Kaspisky-ში გარკვეული ინვესტიციები განახორციელა (ზუსტი თანხა უცნობია), სწორედ ამან უბიძგა 2007 წელს ლომთაძეს რომ კიმთან გადასულიყო. კიმმა და ლომთაძემ ერთად Kaspisky-ს რებრენდინგი განახორციელეს და მომდევნო წელს უკვე ბაზარზე გამოჩნდა Kaspi.

მესამე ადამიანი, რომლის სახელიც უკავშირდება Kaspi-ს, ეს კაირათ სატიბალდია, ნაზარბაევის ახლო ნათესავი. მას ხშირად უწოდებენ ნაზარბაევის ვაჟს, სატიბალდი მმართველ პარტიაში წამყვანი ფიგურაა, ის ასევე ქვეყნის ბიზნესკლუბის და პოლიტიკური ელიტის წევრია.

როგორც სატიბალდი ამბობს, მან თავდაპირველად Kaspi-ში აქციები 2015 წელს შეიძინა და გახდა კიმთან და Baring Vostok-თან ერთად ერთ-ერთი უმსხვილესი მეწილე კომპანიაში. ოფიციალური მონაცემებით, სატიბალდი 2017 წლის დეკემბერში კომპანიაში 30%-იან წილს ფლობდა, მაშინ როდესაც კიმი 21%-ს, ხოლო Baring Vostok-ი 38%-ს. ის კომპანიიდან 2018 წლის 1 ოქტომბერს გავიდა. ეს იგივე პერიოდია, როდესაც კიმი ყიდულობს და გადასცემს ლომთაძეს დაახლოებით 39.9 მლნ აქციას კომპანიაში.

როგორც ლონდონის პოლიტიკური ინსტიტუტის, Chatham House-ის ანალიტიკოსი ქეით მელინსონი ამბობს, ეს ნაბიჯი – წილის ერთი ადამიანიდან მეორეზე გადაცემა მხოლოდ მცირედი ახსნა-განმარტებით ტიპური ყაახური კორპორატიული ქცევაა. „სატიბალდის სახელი წელს ისევ რომ ყოფილიყო კომპანიის აქციონერების სიაში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, ეს იქნებოდა წითელი ალამი. სცენის მიღმა, ნაზარბაევის ოჯახი ფლობს საბანკო სექტორის უდიდეს ნაწილს და კაირატ სატიბალდი არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ეკონომიკური აქტორი“, – განაცხადა Chatham House-ის ანალიტიკოსმა.

ამგვარად, ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ წელს Kaspi ლონდონის საფონდო ბირჟაზე წარმატებას ვერ მოიპოვებდა, ის სატიბალდის სახელთან რომ ყოფილიყო დაკავშირებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *