სამხედრო მკვლევრების ანალიზის თანახმად, დიდი რაოდენობით თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავების განადგურების გამო, რუსეთი მოძველებული საფრენი აპარატების გამოყენებას გეგმავს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, Su-35-ების 2 ესკადრილიის განადგურების შემდეგ, რუსეთის საჰაერო ძალები Su-24M ბომბდამშენების გაცოცხლებას აპირებს.
განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები რამდენიმე დღის წინ, ყირიმში, რუსულ ავიაბაზაზე განხორციელებული შეტევის შემდეგ აღმოჩნდა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავიაბაზაზე სარაკეტო იერიშით ერთბაშად კრიტიკული მნიშვნელობის 9 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი და საბრძოლო მასალა გაანადგურა.
სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ყირიმში განხორციელებულმა კონტრშეტევითმა ოპერაციამ შესაძლოა, ომში გარდამტეხი როლი ითამაშოს. გარდა პირდაპირი სამხედრო ბენეფისისა, ყირიმში განხორციელებული იერიშით რუსეთის მთავრობამ უკრაინელებისგან მიიღო მესიჯი, რომ 2015 წლიდან ოკუპირებული ეს ტერიტორიაც კი შესაძლოა, მათი მხრიდან კონტროლის დაკარგვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს.
ომში უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების უპირატესობა რუსების თანამედროვე საბრძოლო გამანადგურებლებისა და ბომბდამშენების ორი ესკადრილიის განადგურების შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთება.