თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი ოფიციალურად გაიხსნა

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტმა ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აშენებული კამპუსი ოფიციალურად გახსნა. უახლესი ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო რესურსით აღჭურვილი  შენობა გამოცდილი არქიტექტორების მიერ ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით დაპროექტდა. 15 000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ნაგებობა ორ საკონფერენიო დარბაზს, თანამედროვე ბიბლიოთეკას, სამეცნიერო ლაბორატორიებსა და სტუდენტურ სივრცეებს მოიცავს; აღჭურვილია უსაფრთხოების სიტემებით და სრულადაა ადაპტირებულია უნარშეზღუდული პირებისთვის.

თბილისის ღია უნივერსიტეტის ახალი კამპუსი TOU-ს  თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გახსნეს. ცერემონიას მთავრობის ვიცეპრემიერი – განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ქალაქის მერი დავით ნარმანია და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ჯაში დაესწრნენ.

თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში 15 წელზე მეტია ფუნქციონირებს და 20-მდე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ახორციელებს; ასევე პროგრამებს პროფესიული განათლების მიმართულებით. უნივერსიტეტს 2000-მდე სტუდენტი ჰყავს, მათ შორის, უცხოელი სტუდენტები ინგლისურენოვან პროგრამებზე. 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.