თებერვალში ლარი 3 თეთრით გამყარდა

თებერვალში ლარი 3 თეთრით გამყარდა

მიმდინარე წლის თებერვალში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 3 თეთრით გამყარდა. 29 იანვარს 1 დოლარი 2.50 ლარი ღირდა, 29 თებერვალს კი ლარის ოფიციალური კურსი 2.47 ლარამდე შემცირდა.

სავარაუდოდ, ლარის გამყარება ქვეყანაში შემომავალი დოლარის ნაკადების ზრდას (სტატისტიკა მოგვიანებით გახდება ცნობილი) და მთავრობის მიერ ბიზნეს სექტორთან გააქტიურებულ კომუნიკაციას უკავშირდება. ლარის კურსზე ზეგავლენის კიდევ ერთი ფაქტორი – მიმომქცევაში არსებული ლარის მასა ბოლო ერთ თვეში არ გაზრდილა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისევ მაღალდეფიციტურ ხარჯვას ჰქონდა ადგილი, პარალელურად, 130 მლნ ლარით შემცირდა კომერციულ ბანკებზე გაცემული რეფინანსირების სესხები. მეზობელ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური სიტუაცია ბოლო ერთ თვეში არ გაურესებულა (მაგ. 4%-ით გამყარდა აზერბაიჯანული მანათი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *