თებერვალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გაიზარდა

თებერვალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გაიზარდა

2018 წლის თებერვალში, წინა თვესთან (იანვართან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა 79 მლნ ლარით (0.6%-ით) გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში კი 1.9 მლნ ლარით, 18%-ით არის გაზრდილი. მიმდინარე წლის 1 მარტის მდგომარეობით 12.4 მილიარდი ლარის სესხია გაცემული ფიზიკურ პირებზე, რაც მთლიანი სესხების 48%-ია.

თებერვალში 7.7 მლნ ლარით გაიზარდა სამომხმარებლო სესხების მოცულობა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. მათ შორის, მოკლევადიანი სამომხმარებლო სესხები 3.3 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა გრძელვადიანი 11 მლნ ლარით გაიზარდა. ცალკე ლარში აღებული სამომხმარებლო სესხები 7 მლნ ლარით გაიზარდა. ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო სესხები 96 მლნ ლარითაა გაზრდილი, თუმცა ზრდა გრძელვადიან სამომხმარებლო სესხებზე მოდის. მოკლევადიანი 381 მლნ ლარითაა შემცირებული.

პირველი მარტის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების საშუალო წლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 16.3%-ია. ერთი წლის წინ 16.6% იყო. თებერვალში მოკლევადიან სამომხმარებლო სესხებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 13.4%-დან 12.7%-მდე შემცირდა, ხოლო გრძელვადიანზე 16.4%-დან 16.5%-მდე გაიზარდა.

თებერვალში 140 მლნ ლარით გაიზარდა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მოცულობა და 8.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ბოლო ერთ წელიწადში კი 2.1 მილიარდი ლარითაა გაზრდილი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.