თებერვალში ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირდა

თებერვალში ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2024 წლის თებერვალში, იანვართან შედარებით, ქართულ საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა 0.36%-ით, 182.62 მილიონი ლარით შემცირდა და თვის ბოლოსთვის 50.50 მილიარდ ლარს მიაღწია.

სებ-ის ცნობით, თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 203.80 მილიონი ლარით, 0.96%-ით შემცირდა. თუმცა, პარალელურად, მოთხოვნამდე დეპოზიტები 0.07%-ით, 21.18 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტი თებერვლის ბოლოსთვის 50.16%-ს გაუტოლდა. ეს მაჩვენებელი წინა თვესთან შედარებით 0.07%-ით არის შემცირებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.51% შეადგინა – ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.08%, უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.99%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.58%, ხოლო ევროს წილმა 19.86% შეადგინა.