საზღვარგარეთ დასაქმებულთა მიერ საქართველოში გადმორიცხული თანხები 2017 თებერვალში, წინა წლის თებერვალთან შედარებით, 18%-ით (14.3 მლნ დოლარით) გაიზარდა. თებერვალში სულ 94 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
იანვარ-თებერვალში ფულადი გზავნილები 32 მლნ დოლარით (22%-ით) გაიზარდა და ჯამში 178 მლნ დოლარი შეადგინა.
საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების ზრდა მნიშვნელოვანწილად რუსეთიდან, ისრაელიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და იტალიიდან ჩამორიცხვების ზრდამ განაპირობა. მიმდინარე წლის თებერვალში 2016 წლის თებერვალთან შედარებით, რუსეთიდან ჩამორიცხვები 5.3 მლნ დოლარით (21%-ით) გაიზარდა, ისრაელიდან 3.6 მლნ დოლარით (91%-ით), აშშ-დან და თურქეთიდან შესაბამისად 2.7 და 1.4 მლნ დოლარით გაიზარდა.
ცხრილი: ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილების ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა:
მლნ დოლარი  | თებერვალი, 2016  | თებერვალი, 2017  | ზრდა  | 
რუსეთის ფედერაცია  | 25.0  | 30.3  | 5.3  | 
ისრაელი  | 4.0  | 7.6  | 3.6  | 
აშშ  | 4.9  | 7.6  | 2.7  | 
თურქეთი  | 8.8  | 10.2  | 1.4  | 
საბერძნეთი  | 9.3  | 10.1  | 0.8  | 
იტალია  | 9.7  | 9.9  | 0.2  | 
"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
								
								














