თეთრი სახლის მხრიდან კორონავირუსზე სასაუბროდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი გამოვიდა

თეთრი სახლის მხრიდან კორონავირუსზე სასაუბროდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი გამოვიდა

თეთრი სახლის უფროსმა მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა, რომელიც დონალდ ტრამპის სიძეა, კორონავირუსთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი გამართა. როგორც კუშნერმა განაცხადა, ის კურირებს თეთრი სახლის ნაბიჯებს მოამარაგონ შტატები სამედიცინო აღჭურვილობით, როგორიცაა მაგალითად პირბადეები და სასუნთქი აპარატები.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა და ცალკეულმა გუბერნატორებმა არაერთხელ გააკრიტიკეს თეთრი სახლი შტატების საჭირო რესურსების არასთანადოდ მომარაგებაში, რის გამოც ცალკეულ შტატებში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ კუშნერის განცხადებით, ნიუ-იორკს, რომლის გუბერნატორიც განსაკუთრებით ხშირად გამოდის ფედერალური მთავრობის კრიტიკით, არ სჭირდება იმდენი სასუნთქი აპარატი, რამდენსაც ის ითხოვს.

“ზოგიერთმა გუბერნატორმა და სენატორმა არ იცის რა აქვთ თავიანთ შტატებში. უნდა გააკეთოთ აღნუსხვა თითოეულ შტატში და შემდეგ გვითხრათ რეალურად რა გჭირდებათ“, – განაცხადა კუშნერმა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაცია ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა გააკრიტიკეს კორონავირუსის წინააღმდეგ არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაში, ჯარედ კუშნერი გამოვიდა თეთრი სახლის სახელით საზოგადოების წინაშე ამ თემაზე სასაუბროდ, მიუხედავად იმისა რომ ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი არ არის.