Forbes Georgia და საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ: FUTURE IS UNDER 30

Forbes Georgia და საქართველოს ბანკი წარმოგიდგენთ: FUTURE IS UNDER 30

18 სექტემბერს, 18:00 საათზე, „ცისკარში“ Forbes Georgia და პროექტის მთავარი პარტნიორი, საქართველოს ბანკი 2026 წლის 30 წლამდელთა სიას წარადგენენ.

უკვე მერვე წელია, რაც Forbes Georgia-ს პროექტი Under 30 იმ ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც თავიანთი ცოდნით, ძალისხმევითა და ენთუზიაზმით აღწევენ წარმატებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. 

დღეს, სწრაფად ცვალებად და გამოწვევებით სავსე სამყაროში, Forbes-ის Under 30 გამორჩეული ოცდაათწლამდელებისთვის  გლობალურ პლატფორმას წარმოაგდენს, რომლის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. 

წელს, პროექტმა 400-ზე მეტი განაცხადი მოიზიდა.

დარგის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამარჯვებულებს შემდეგ კატეგორიებში გამოავლენს: 

  • ანტრეპრენერები და მეწარმეები
  • ტექნოლოგიები და ელექტრონული კომერცია
  • ფინანსები  
  • განათლება და მეცნიერება 
  • ხელოვნება და სტილი
  • სპორტი
  • საზოგადოებრივი ზეგავლენა 

საკუთარ რჩეულებს დაასახელებს Forbes Georgia-ც.

Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი:

„ჩვენი მიზანია, გამოვკვეთოთ გამორჩეული ახალგაზრდები, რომლებმაც ადრეულ ასაკშივე შეძლეს, ნიჭი რეალურ მიღწევად ექციათ, ხოლო იდეები და ამბიცია საქმედ, რომელიც უკვე ტოვებს თვალსაჩინო კვალს ბიზნესში, კულტურაში, ტექნოლოგიებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ Forbes Georgia-ს ოცდაათწლამდელთა სიაში მოხვედრა მხოლოდ ფორმალური აღიარება არ არის. ხშირად ეს ხდება მნიშვნელოვანი ბიძგი წარმატების კიდევ უფრო ფართოდ განფენისთვის. ასეთია ჩვენი ბრენდის ძალა და გვსურს, ეს ძალა უნიჭიერესი ახალგაზრდების წინსვლის სამსახურში ჩავაყენოთ“.

UNDER 30 სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს. პროექტის მთავარი პარტნიორის, საქართველოს ბანკის მიზანიც იმ ახალგაზრდების აღმოჩენა და ხელშეწყობაა, რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და ახალი იდეებით, პროექტებითა თუ სტარტაპებით შემოქმედებითი საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი მარიამ ცანავა:

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, რომლებიც ახალი იდეებით, ცოდნითა და ენთუზიაზმით ახორციელებენ ცვლილებებს და საკუთარ სფეროებში ახალ შესაძლებლობებს ქმნიან. სწორედ ასეთი ადამიანების აღმოჩენასა და გაძლიერებას ემსახურება Under 30-ის პროექტი, რომელიც ახალგაზრდა თაობის მიღწევებს კიდევ უფრო მეტად ხილვადს ხდის და მათ განვითარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს. გვჯერა, რომ ქვეყნის მომავალი სწორედ იმ ადამიანების ხელშია, რომლებიც დღეს გაბედულად ფიქრობენ, ქმნიან, მოქმედებენ და არ ჩერდებიან. მოხარული ვართ, რომ წელს Forbes Georgia-სთან ერთად ვქმნით ამ შესაძლებლობებს“. 

 

◾ Forbes Georgia Under 30 2026-ის გენერალური პარტნიორია საქართველოს ბანკი.

◾ პროექტის პარტნიორები: Lexus Georgia, Alta, MOVA

◾ მხარდამჭერები: Chelti, Grant Thorton Gerogia, NIMBI, PLANETARIUM, Eleven Group, Plug and Play, Rtvelisi, Gvelebiani Law, SARAJISHVILI, EurAsia Gulf, The Singleton, Funky Brands, BORJOMI, Visual Fragmnets, EFES, მარცვლეულის სახლი, NOCTURNE, DAFI Robotics.

 

 

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი