თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარის კურსის ჩარჩო

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ლარის კურსის ჩარჩო

თიბისი კაპიტალის ლარის გაცვლითი კურსის ჩარჩო ტრადიციულად 3 კომპონენტს ითვალისწინებს. პირველი, სავალუტო შემოდინებები, მართალია ისეთი მაღალი აღარაა, თუმცა წინა წლების, უფრო ნორმალიზებული დინამიკის გათვალისწინებით, მისაღებ დონეზეა, ვიდრე დაბალია. ამდენად, ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის შეფასება ნეიტრალურია. მეორე კომპონენტის, ინფლაციის კუთხით, სიახლე არაა, რომ სამომხმარებლო ფასების დინამიკა სამიზნეზე დაბლაა. მაშინ, როდესაც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში, მაღალი ინფლაცია ვალუტის გაუფასურებასთან ასოცირდება, მოკლევადიან პერიოდში, სამიზნეზე დაბალი ინფლაცია, ვალუტის კურსის კუთხით, ნეგატიური ფაქტორია. უფრო გასაგები ტერმინოლოგიით, ეს კავშირი მონეტარული პოლიტიკის შერბილებასთან დაკავშირებით ჩანს. ამასთან, თეორიულად მაინც, მნიშვნელოვანია განაკვეთების არა ფაქტობრივი, არამედ მოსალოდნელი ცვლილება, რადგანაც ხშირად პროგნოზი გაცვლით კურსში უკვე ასახულია. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ახლახან მოლოდინები, მცირედით, თუმცა მაინც უფრო ნაკლებ შერბილებაზე მიუთითებს. ასევე საყურადღებოა, რომ პირველ რიგში, ინფლაციის არა ფაქტობრივი დონეა მხედველობაში მისაღები, არამედ მისი პროგნოზი. ამ მხრივ, დიდწილად კონსენსუსია, რომ მომავალ წელს ინფლაცია სამიზნეს დაუბრუნდება და უფრო მეტიც, მცირედით უფრო მაღალიც კი იქნება. ამდენად, ინფლაციის კუთხით, შეფასება თუ პოზიტიური არა, დიდად არც ნეგატიურია. ასევე საყურადღებოა, რომ თიბისი კაპიტალის ინფლაციის პროგნოზის ჩარჩოს მიხედვით, სხვა ცვლადებთან ერთად, ინფლაციის აღნიშნული მოლოდინი, 2024 წლის ბოლოს ლარის აშშ დოლართან დაახლოებით 2.75-იან ნიშნულს ითვალისწინებდა.

მესამე კომპონენტის, ლარის საშუალო კურსის მხრივ, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ ამჟამად, ლარი მის გრძელვადიან ტენდენციასთან ახლოა. ასევე, თავისთავად არა ყველა ინდუსტრიის შემთხვევაში, თუმცა არ ვფიქრობთ, რომ ჯამურად საქართველოს ეკონომიკისათვის ლარი კონკურენტუნარიანობის კუთხის არსებითი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამასთან, როგორც გრძელვადიანი ტენდენციის, ასევე კონკურენტუნარიანობის კუთხით, შეფასებები ცალსახა არაა და ვერც იქნება. ამდენად, ამ კომპონენტის კუთხით, ლარის კურსის ჭრილში განსხვავებული შეფასებებიც შეიძლება არსებობდეს. ამდენად, თიბისი კაპიტალში ფიქრობენ, რომ ლარის საშუალო კურსის კომპონენტი ან ნეიტრალური ან გარკვეულწილად მაინც ნეგატიურია.

იყო თუ არა ეს მსჯელობა გათვალისწინებული თიბისი კაპიტალის ბოლოდროინდელ საბაზო სცენარში? თავისთავად, და რა შეიცვალა დღევანდელი გადასახედიდან? შეიძლება ითქვას, რომ როგორც ჩანს, მოლოდინი მხოლოდ მცირედით უფრო მეტი შესწორების მიმართულებითაა.

ასევე საყურადღებოა, რომ საბაზო სცენარის გარდა, სავალუტო რისკის აღებისას, სხვა ანალიტიკაც არის გასათვალისწინებელი. ამ მხრივ, თიბისი კაპიტალის საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მიმდინარე წლის 13 ივლისს განხილული კვლევა თემაზე: „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი: შესაძლებლობები და რისკები“ კვლავ რელევანტურია.

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

S